Sinoptik Music - მუსიკოსი ზურაბ ჩხარტიშვილის ატმოსფერულ და დროუნ ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტი KHIDI-ზე

   Saphileaum - ახალგაზრდა დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი ანდრო გოგიბედაშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2015 წლის ბოლოს შეიქმნა. SAPHILEAUM ხალხმა NEWCOMERS TBILISI-ის შემდეგ გაიცნო. მისი შთანოგების წყაროს წარმოადგენს ლოკალური სცენა და ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენები, თუმცა მთავარ შთაგონებად მაინც ისეთი არტისტები რჩებიან, რომლებიცაა: ANTHONY LINELL / ABDULLA RASHIM, ACRONYM, LUIGI TOZZI და KORRIDOR. მისი ჟღერადობა გამოირჩევა ემბიენტ და ჰიპნოტური სივრცეებით. SAPHILEAUM-ის სადებიუტო EP "As If Rivers Could Speak" 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ CONTROLLED VIOLENCE-ზე გამოიცა. მისი ნამუშევრები ასევე გამოქვეყნებულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITE, LETT RECORDS, STRUCTURAL REALISM (PALMSTRUCTURE-ის სუბლეიბლი) და SOUL GATHERING.

 

Sinoptik Music - მუსიკოსი ზურაბ ჩხარტიშვილის ემბიენტ, საუნდსქეიფ, ატმოსფერულ და დროუნ ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც 2012 წელს შეიქმნა და წლების განმავლობაში ანონიმური იყო.SINOPTIK MUSIC-ის ნამუშევრები გამოცემულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: APOLLO RECORDS (R&S RECORDS-ის სუბლეიბლი), DADO RECORDS და სხვა.ზურა ასევე არის პროექტ BREATHDUB-ის ავტორი და ლეიბლ Timelapse Of A Dream-ის დამაარსებელი.

 

Body Thrills - ბექა უნგიაძისა და ნიკოლ ფოფხაძის ერთობლივი პროექტი, რომელიც ადგილობრივ სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა. პროექტის ფართო ჟანრობრივი დიაპაზონი ძირითადად განპირობებულია მრავალფეროვანი მუსიკალური ზეგავლენებით (VATICAN SHADOW, TOBIAS., VOICES FROM THE LAKE …). მათი პირველი ნამუშევარი 2017 წელს BERIKA-ს ლეიბლ ICONTRAX-ზე გამოიცა.

მსგავსი ღონისძიებები
Horoom-ის ოთახს Vodkast-ის გუნდის წევრები Third Soul, Vakho და JD J დაამშვენებენ.
კლუბი/ლაუნჯი
საღამოს დაასრულებს Kordz.
კლუბი/ლაუნჯი
TRP - გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი David Willenberger-ის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ჰაუს, ტექნო, ეისიდ და ელექტრო ჟღერადობაზე.
კლუბი/ლაუნჯი
5 ოქტომბერს Keller Bar-ის სეზონს ბრიტანელი DJ Ilium Sphere გახსნის
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები