SPACEHALL-ში, ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანის პრეზენტაცია გაიმართება.

 15 თებერვალს, 20:00 საათზე, SPACEHALL-ში, ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანის პრეზენტაცია გაიმართება.

 

 „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ტრანსაგრესიულ ლიტერატურას განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს.

 

 კიბერსამყაროში ტრანსფერი ყველაზე დიდი თრიფია, რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს, ხოლო მანდ მოხვედრილს, გიჭირს განასხვაო რეალობა ვიდეოთამაშებისგან, რადგანაც შენი ცნობიერება კომპიუტერული პერსონაჟის კოდში ექცევა და თავიდან ძალიან სუსტია იმისათვის, რომ ამ პერსონაჟის ალგორითმს გაუწიოს კონკურენცია, ამიტომ შენ ამ პერსონაჟად იქცევი - ასრულებ დავალებებს, რომლებიც მას პროგრამისტმა გაუწერა, კვდები უამრავჯერ, ხოლო სიკვდილის შემდეგ ისევ ჩნდები ბოლო ლოკაციაზე და ხელახლა იწყებ თამაშის დახურვას.

მოდერატორი: ბიორობოტი ალექს ჩიღვინაძე ,  Sound Data Matrix: Open Mirror aka Berika.

 

 პრეზენტაციის ბოლოს ავტორთან და მოდერატორთან შეგეძლებათ კითხვების დასმა. წიგნის ყიდვას ადგილზე შეძლებთ.

მსგავსი ღონისძიებები
"ბიბლუსი"-ს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით  საინტერესო ღონისძიებათა ციკლი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც მკითხველებს შესაძლებლობათ შეხვდნენ  ცნობილ ქართველ მწერლებს.
სხვა ივენთები
უკვე 10 წელია ის მსოფლიო ეკონომიკაში სხვადასხვა მოვლენაზე აკეთებს პროგნოზს. ტალები იყო რისკების ანალიტიკოსი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე და საკუთარ "ჰეჯ-ფონდს" უძღვებოდა.
სხვა ივენთები
„ვიცი“ საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს აგრძელებს.
სხვა ივენთები
სპეციალურად ღონისძიების სტუმრებისთვის, საღამოზე წარმოდგენილი წიგნები –20%–იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
სხვა ივენთები