SPACEHALL - ში ექსპერიმენტული მუსიკის პროექტი FLORA მომავალი ალბომის პრეზენტაციას წარმოადგენს

30 დეკემბერს, მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზში SPACEHALL, შვედი პროდიუსერი და მუსიკოსი, NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის წევრი VARG და ვოკალისტი ANNA MELINA აუდიო-ვიზუალური პროექტით წარდგებიან მსმენელის წინაშე.

ექსპერიმენტული მუსიკის პროექტი FLORA მათი მომავალი ალბომის პრეზენტაციას წარმოადგენს და არტისტების სოლო პროექტებს შორის არსებულ განსხვავებებს იკვლევს. მათთან ერთად ლაივს დაუკრავს შვედი DJ და პროდიუსერი NORTHERN ELECTRONICS-ის დამაარსებელი ANTHONY LINELL, იგივე ABDULLA RASHIM, AR, LUNDIN OIL.

“ეს არ არის პოპი, არც ჰიპ-ჰოპ და არც ტექნო ჟღერადობა, არ ვიცი რა ვუწოდო, ალბათ უფრო ექსპერიმენტული? წარმოიდგინეთ ARCA-ს და KATE BUSH-ს სექსი აქვთ და სკანდინავიურ-ემო-ინდუსტრიუ ლი დუეტი იბადება, ამას ემატება ბევრ ბასი და დრამი, რომანტიული სინთეზატორები და MELINA-ს ულამაზესი ვოკალი.” - VARG

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
Hatsvali / HTSVL - ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებული ახალი ქართული სოლო პროექტი, რომლის სადებიუტო "Bebe EP" 2018 წელს ლონდონში დაარსებულ ლეიბლ KAT Records-ზე გამოქვეყნდა
კლუბი/ლაუნჯი
ღონისძიება MOVEMENT EVENTS-ის სერიის ფარგლებში გაიმართება
კლუბი/ლაუნჯი
Judas aka JUDAΣ - ბერლინელი არტისტი, რომელიც მძიმე ინდუსტრიული ჟღერადობით გამოირჩევა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები