Led Zeppelin-ის სოლისტი, რობერტ პლანტი საქართველოში კონცერტს გამართავს

   19 ივლისს “თიბისი სტატუსისა” და “ისთერნ ფრომოუშენსის” ორგანიზებით, “ბლექ სი არენაზე” ბათუმის ჯაზფესტივალი გაიხსნება.

როკმუსიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებული სიურპრიზი აქვთ მომზადებული ჯაზფესტივალის ორგანიზატორებს.

 

    საქართველოს ლეგენდარული შემსრულებელი, რობერტ პლანტი თავის ჯგუფთან ერთად ეწვევა. Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში, Black Sea Arena-ზე  Led Zeppelin-ის სოლისტი იმღერებს. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

 

   შავი ზღვის ჯაზფესტივალის დანარჩენი კონცერტები ბათუმში, ტრადიციულად, ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. წლევანდელ ფესტივალს რობერტ გლასპერი, ტეილორ მაქფერინი, ქრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვა შემსრულებლები ეწვევიან.

შავი ზღვის ჯაფესიტვალზე ბილეთები რამდენიმე ეტაპად გაიყიდება. გაყიდვა 2 აპრილს, 09:00 საათზე დაიწყება. ბილეთების პირველი კალათის ფასი 60 ლარი იქნება. ბილეთების ფასი დროთა განმავლობაში აიწევს. ბილეთების შეძენას ონლაინ, Tkt.ge-ზე შეძლებთ.

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზფესტივალი Check in Georgia 2018-ის ფარგლებში 19-დან 22 ივლისამდე გაიმართება.

 

საინტერესოა, რომ პლანტი პოსტსაბჭოთა სივრცეში აქამდე ნამყოფი არ არის და პირველ კონცერტს საქართველოში გამართავს.

მსგავსი ღონისძიებები
კომპანია fix group აძლევს საშუალებას ქართველ მსმენელს დაესწროს რუმინელი პოპ მუსიკის მომღერლის Akcent კონცერტს.
კონცერტი
6 ოქტომბერს კრის კეინი "Hard Rock Cafe Tbilisi"-ს სცენაზე დაუკრავს.
კონცერტი
ღონისძიებას კიდევ ერთი ჰედლაინერი ეყოლება ლიტველი მარიო ბასანოვი, ყველასთვის კარგად ნაცნობი - TEN WALLS
კონცერტი
22 სექტემბერს ჯგუფ "ალილოს" კონცერტი ლაგოდეხში გაიმართება.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.