KHIDI წარმოგიდგენთ ბერლინული Drum & Bass ლეიბლის Samurai Music-ის შოუქეისს

KHIDI წარმოგიდგენთ ბერლინული Drum & Bass ლეიბლის Samurai Music-ის შოუქეისს.

 

Sam KDC – Samuel Wood-ის 2010 წელს დაარსებული პროექტი. კარიერის დასაწყისიდან დღემდე მისი მთავარი მუსიკალური პლატფორმებია Samurai Music და ASC-ს მიერ დაარსებული ლეიბლიAuxiliary.

 

Ancestral Voices – აღიარებული პროდიუსერის Liam Blackburn-ის კიდევ ერთი მუსიკალური იდენტობა, რომელიც Samurai Music-ზე 2015 წელს გამოჩნდა. Ancestral Voices-ის გარდა, Liam-ს აგრეთვე ეკუთვნის პროექტი Indigo და არის პროექტ Akkord-ის წევრი.

 

GREBENSTEIN - ბერლინელი პროდიუსერი Jan Grebenstein, რომლის ნამუშევრები 2014 წლიდან Samurai Music-ის გარდა Regis-ის ცნობილ ლეიბლ Downwards Records-სა და გერმანულ ლეიბლ Horo-ზე გამოიცა.

 

Presha - ლეიბლის დამაარსებელი Geoff Wright-ის პროექტი, რომელსაც ეკუთვნის Samurai Music-ზე გამოცემული ერთ-ერთი პირველი რელიზი „Way Of The Samurai”.

 

Harrison BDP - G2-ის რეზიდენტი ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც ჰაუსსა და დიფ ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებს. ჰარისონს 2015 წლიდან გამოქვეყნებული აქვს 7 EP, ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Gents & Dandy's Records, Plastik People Digital (Plastik People Recordings-ის სუბლეიბლი), Pulse Msc, Music is Love Records,Artesian Sounds, Stamp Records, Tour Records.

 

Sevda - ლადუკა ნინუას G2-ის რეზიდენტი ჰაუს პროექტი, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებიდან - Oimactta და OTHR. დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს - #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevdaარტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

მსგავსი ღონისძიებები
2003 წელს კორეი გადაიღეს ფილმში "Feel Like Going Home" რომლის რეჟისორიც არის მარტინ სკორსეზე. ფილმი ბლუზის განვითარების ისტორიას გვიამბობს..
კლუბი/ლაუნჯი
30 სექტემბერს კლუბ "უღრან ტყეში - In The Dense Forest" - ში Teko b2b Breloka და Spacecraft დაუკრავენ
კლუბი/ლაუნჯი
5 ოქტომბერს "Dream Machine Records" - ის დაბადების დღე "Collective K7B67"- ში აღინიშნება
კლუბი/ლაუნჯი
დუოსთან ერთად წარდგებიან პოლონელი DJ და პროდიუსერი BLAZEJ MALINOWSKI, რომლის სეტები ტექნოს განსაკუთრებით ღრმა და ატმოსფერულ ჟღერადობაზეა ორიენტირებული
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები