"FREEDOM MUSIC GEORGIA "- სფეისჰოლში ჩატარდება

   Pan-Pot - ორი გერმანელი DJ / პროდიუსერის, Tassilo Ippenberger-ის და Thomas Benedix-ის კოლაბორაციას წარმოადგენს. Pan-Pot-ის კარიერის გადამწვეტი მომენტი 2007 წელს უკავშირდება, როდესაც უნიკალური და უკომპრომისო სადებიუტო ალბომი Pan-O-Rama გამოსცეს. რასაც მოყვა ჩანაწერები ლეიბლებზე: Mobilee, Einmaleins Musik, Second State Audio. როგორც ამბობენ, დუოს შემოქმედებას განსაკუთრებულს და ინდივიდუალურს, საერთო მახასიათებლებზე მეტად, მათ შორის არსებული განსხვავებები ქმნის. მათ ჟღერადობაზე ძირითადი გავლენა მინიმალ ტექნომ და კლასიკურმა ჰაუსმა მოახდინა.

 

Berika - 2015 წლის ელექტრონავტს და ლეიბლის Icontrax დამაარსებლის, ირაკლი ბერიკაშვილის ტექნო პროექტი.

 

Yanamaste - ახალაზრდა არტისტის ირაკლი დანელიას ტექნო პროექტი, რომელიც ადგილობრივ სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა. მასზე მთავარი გავლენა ესპანურმა ტექნომ, ლეიბლ Polegroup Recordings-მა და მისმა დამფუძნებელმა Oscar Mulero- მაოხდინეს.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
2003 წელს კორეი გადაიღეს ფილმში "Feel Like Going Home" რომლის რეჟისორიც არის მარტინ სკორსეზე. ფილმი ბლუზის განვითარების ისტორიას გვიამბობს..
კლუბი/ლაუნჯი
6 ოქტომბერს Keller Bar-ში Zurkin და Sumo შესთავაზებენ თავიანთ სეტებს დამსწრე სტუმრებს.
კლუბი/ლაუნჯი
გარდა მუსიკისა, პუბლიკის სამხატვრო სივრცეში, ყველასთვის საყვარელი მხატვარი მარიამ უშიკიშვილი - მატილდა დაგხვდებათ.
კლუბი/ლაუნჯი
გაიხსენეთ საყვრელი ფილმების მელოდიები და იმოგზაურეთ დაუვიწყარ სამყაროში.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები