"FEST I NOVA" "Art Villa Garikula"-ს ტერიტორიაზე გაიმართება

        "ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს" 10 წელი შეუსრულდა. ყოველწლიური ფესტივალი "FEST I NOVA" წელს გამოფენა „როგორც აფრიკა, კავკასია“ ("Comme Afrique, Caucase")-ს უმასპინძლებს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში 23-26 სექტემბერს ჩატარდება 12:00-დან 23:00-მდე. ფესტივალი ახალქალაქში მდებარე სახელოვნებო ცენტრში "Art Villa Garikula"-ს ტერიტორიაზე გაიმართება.

 

        ფესტივალის 10 წლის იუბილეზე ფრანგი არტისტი, Charles Serruya საზეიმოდ წარადგენს არტ-ვილაში შექმნილ ქანდაკებას, რომელიც ნიკო ფიროსმანის ,,შავ ლომის'' მიხედვით შეიქმნა, ხოლო ფრანგი მოქანდაკე Richard Di Rosa გარიყულას ღია სივრცეში "ლენდ არტ" (იგივე ლანდშაფტის ხელოვნება) პროექტს , ,,ზეზვა'' უჩვენებს დამსწრე სტუმრებს.

 

        საგამოფენო სივრცეში მოეწყობა საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ანრი ბასილაიას პერსონალური გამოფენა. არტ ვილა “გარიყულას” ეზოში მუსიკალურ პერფომანს წარადგენს ჯინო დოლინი. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების,მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი "ფრანგული ინსტიტუტი" და სასტუმრო "სტამბა" გახლავთ.

                                     დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 72 83 83

 

მსგავსი ღონისძიებები
ღონისძიებაში მონაწილეობა საინტერესოა ყველასთვის ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია შემოქმედებით ინდუსტრიასთან, მოღვაწეობს პიარის და მარკეტინგის ინდუსტრიაში ან საკუთარი სტარტაპი აქვს.
ფესტივალი
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის, მათ შორის შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაის პროდუქცია
ფესტივალი
დეტრა ფარი საუკეთესო ბლუზის ქალ ვოკალისტად არის აღიარებული ჩიკაგოში.
ფესტივალი
აქტუალური მუსიკის ფესტივალის რიგით მეორე კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში 30 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები