Echowaves Festival იხსნება

     Echowaves Powered by Exit დღეს იხსნება. ახალი მუსიკალური ფესტივალის კარი საღამოს 7 საათზე გაიღება.

ბილეთების შეძენა უკვე კარზეა შესაძლებელი - მულტიპასის ღირებულება 200 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთის კი - 90 ლარს.

 

ფესტივალის ტერიტორიაზე მოქმედებს ტენტზონა. ტენტზონის პასების მეპატრონეებს ფესტივალის ორგანიზატორები რეკომენდაციას უწევენ, ფესტივალის ტერიტორიაზე სწორედ ტენტზონისთვის გამოყოფილი შესასვლელიდან შევიდნენ.

 

პირველი დღის ჰედლაინერი ხუან ატკინსია. Juan Atkins კონსერვატორიის ალტერ ორკესტრთან და Dzijan Emin-თან ერთად საღამოს 10 საათზე წარდგება მსენელის წინაშე.

Juan Atkins ელექტრონული მუსიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტია. Derrick May და Kevin Saunderson -თან ერთად ის ტექნო მუსიკის სულისჩამდგმელად ითვლება - არტისტად, რომელმაც მუსიკაში ტერმინი „ტექნო“ დაამკვიდრა.

 

ფესტივალის ტერიტორიაზე 5 სცენა მოქმედებს - WAVE Stage, KHIDI Stage, TAIYO Stage, EYE Stage, AQUA Stage.

KHDI Stage-ზე ისეთ არტისტებს მოისმენთ , როგორებიც არიან Claro Intelecto, Fabrizio Lapiana, Jonas Kopp,  EYE Stage-ზე ფესტივალის პირველ დღეს Henrik Shwarz დაუკრავს, TAIYO-ს სცენა კი Henry Saiz-ისა და ბენდის, FOALS-ის დიჯეი სეტის, Dominuk Eulberg-ს მასპინძელია.

ფესტივალის ტერიტორიაზე სცენები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. დღის მანზილზე შეგიძლიათ სხვადსხვა სპორტულ ატივობაში ჩაერთოთ - ითამაშოთ ფეხბურთი, კალათბურთი, გაიაროთ ZIP Line-ზე, დაესწროთ ვერქშოფებს.

 

Echowaves Festival-ს ტერიტორიაზე მოქმედებს ქეშლეს სისტემა. ეგრედ წოდებულ ჩასარიცხ პუნქტებში ნებისმიერ მსურველი ბარათიდან, თუ ნაღდი ფულით ფესტივალის სამაჯურში შეძლებს თანხის გადატანას - ფესტივალის ტერიტორიაზე ნებისმიერ სერვისის ანაზღაურებას სწორედ სამაჯურის ჩიპით შეძლებთ.

Echowaves Festival ახალი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერია Check In Georgia.

 

ფესტივალზე ისეთი შემსრულების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, NU, Foals (dj set), საერთო ჯამში კი 150-ზე მეტი არტისტი.

მსგავსი ღონისძიებები
"გვიხარია, რომ ძალიან მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს ძველი სიყვარულით სავსე, ახალთახალ ეზოში."
ფესტივალი
მელომანებს ყველაზე პოპულარული ქართული ბენდების ლაინ აფი შესთავაზა.
ფესტივალი
მთავარ სცენასთან რამდენიმე ასეულ მეტრში კარვების ზონა მოეწყობა
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.