Echowaves Festival-ზე ტრანსპორტირების განრიგი ცნობილია

    ფესტივალ Echowaves-ზე წასვლის მსურველებისთვის ორგანიზატორები მგზავრობის  მარშრუტებს აქვეყნებენ. გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ საიდან და როგორ მოვხვდებით ანაკლიაში:

 

თბილისი – ანაკლია:

 დილის 9:00 საათზე ანაკლიის მიმართულებით გავა Georgian Bus-ის ავტობუსი. გასვლა “ვარდების მოედნიდან“ , ველოსიპედთან.

ერთი გზა: 30 ლარი

ორმხრივი  ბილეთი: 50 ლარი

  

ბათუმი – ანაკლია:

დილის 9:00 საათზე ანაკლიის მიმართულებით გავა Georgian Bus-ის ავტობუსი.

გასვლა სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან.

 ერთი გზა: 25 ლარი

ორმხრივი ბილეთი: 40 ლარი

 

 

დამატებითი ტრანსპორტი ზუგდიდი – ანაკლია მიმართულებით:

„მარშრუტკა“ 24 საათის განმავლობაში.

23 აგვისტოს 12:00 საათიდან – 27 აგვისტომდე.

შეხვედრის ადგილი ზუგდიდში: “სვანეთის გარაჟი”. ჩასვლის ადგილი ანაკლიაში: სარეგისტრაციო პუნქტი.

 

 

     ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე 10 დღე რჩება. მათთვის, ვისაც დაბინავებაზე ჯერ არ უზრუნია, შეუძლიათ ფესტივალის ტერიტორიაზევე დაბანაკდნენ. მთავარ სცენასთან რამდენიმე ასეულ მეტრში კარვების ზონა მოეწყობა, სადაც სტუმრები  6 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას.  ტეროტორიაზე 600 კარავი დაიდგმება და 1200 ადამიანის გამასპინძლებას შეძლებს. კარავი ორ ადამიანზე იქნება გათვლილი და მისი ფასი 250 ლარია.

 

ფასი მოიცავს: ერთ ტენტს მაქსიმუმ 2 ადამიანისთვის (200x200x135სმ), ერთი გასაბერი მატრასი (152x200x22სმ),  ბალიში, 2 საბანი, 2 საძილე ნიღაბი, 2 ყურის საცობი.

 

უფასო სერვისები კარვების ზონაში: დაცული ტერიტორია, საცავები (შეგიძლიათ შეინახოთ ზურგჩანთები), ტუალეტი, შხაპი, ტელეფონის დასატენი სადგური, საჩრდილობელი, კარვების ზონის ბარი.

 

ჩექინის დრო: 22 აგვისტო. 13:00.  ჩექაუთი -  27. 18:00 აგვისტო.

 

 

      შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკსი ფესტივალი Echowaves ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება და ისეთ არტისტებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, Juan Atkins, Function, Kayakata, Woo York, Henrik Schwarz, Antigoe, DJ TENNIS, Greenbeam & Leon და სხვ.  პროექტი  პოპულარული სერბული ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია  Check in Georgia.  

 

 

 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ესტივალზე წარმოდგენილი კინოპროგრამა Gastland Georgien (სტუმარი ქვეყანა - საქართველო) 25 ქართული ფილმისგან შედგება
ფესტივალი
მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება
ფესტივალი
ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და მის ორგანიზებაში სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული.
ფესტივალი
ახლახან ფესტივალის ორგანიზატორებმა სრული ლაინაფი წარუდგინეს მედიას. როგორც დავით ცინცაძემ განაცხადა, წელს ფესტივალზე ოთხი სცენა იქნება, სადაც 70-ზე მეტი მუსიკოსი გამოვა, მათ შორის 20-მდე უცხოელი.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები