Echowaves ფესტივალი უკვე თითქმის 20 საათიან ნონ-სტოპ რეჟიმში მიმდინარეობს

   Echowaves ფესტივალი უკვე თითქმის 20 საათია ნონ-სტოპ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთებში მუსიკის მოსმენა დღის სცენაზე, Taiyo Stage -ზეა შესაძლებელი. დილიდან დაიწყო ასევე ყოველდღიური სპორტული და გასართობი აქტივობები.

 

ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერები ბრიტანელი მუსიკოსი, ტრიფ-ჰოფ მუსიკის  ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა - Tricky და გერმანელი დიჯეები და პროდიუსერები, Ben Klock და Marcel Dettmann იქნებიან.

    დღის ერთ-ერთი მთავრი მოვლენა სწრედ Ben Klock-ისა და Macel Dettmann-ის B2B სეტი იქნება. კლუბ Berghain-ის რეზიდენტები  საქართველოში ერთად პირველად დაუკრავენ. მათი სეტი მთავარ სცენაზე, Wave Stage-ზე, ღამის 3 საათზე დაიწყება და 2 საათს გაგრძელდება. შემდეგ კი ინდივიდუალურად გააგრძელებენ დაკვრას. დილის 5 საათიდან Marcel Dettmann  Khidi Stage-ზე გადაინაცვლებს, Ben Klock -ის მოსმენას კი ისევ Wave Stage-ზე შეძლებთ.

 

  Echowaves 23 აგვისტოს გაიხსნა და პირველი დღის ჰედლაინერი ტექნო მუსიკის პიონერი, Juan Atkins იყო. ის მსმენელის წინაშე კომპოზიტორთან და მულტიინსტრუმენტალისტთან, Dzijan Emin-თან და თბილისის კონსერვატორიის ალტერ ორკესტრთან ერთად წარდგა.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით.
ფესტივალი
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა და ვითარდებოდა. ფოტოფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. ფოტოკონკურსსა და გამოფენებში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ფოტოგრაფები.
ფესტივალი
პირველი დღის ჰედლაინერი ხუან ატკინსია
ფესტივალი
ივენთზე მისულ სტუმრებს დღის განმავლობაში შეეძლებათ დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით და მოუსმინონ გემოვნებიან ელექტრონულ მუსიკას.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები