“Eastern Promotions” და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის “The Chemical Brothers”-ის კონცერტს

   1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე, ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი “The Chemical Brothers“ წარდგება.

 

    ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან  შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

The Chemichal Brother-ის შოუს დაწყებამდე, ქართული ტექნო სცენის პიონერი  JORJICK, "ელექტრონავტი 2015“ ირაკლი ბერიკაშვილი პროექტით OPEN MIRROR A.K.A BERIKA და MACHAIDZE დაუკრავენ. The Chemichal Brother-ის მხარდამჭერი არტისტია JAMES HOLROYD. 

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი “The Chemical Brothers”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.

 

    The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე  8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა - "Block Rockin' Beats", "Hey Boy Hey Girl", "Galvanize", "The Salmon Dance", "Do It Again", "Swoon" და სხვა.

 

 

მსგავსი ღონისძიებები
„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება
კონცერტი
"Saphileaum" და "Sseq" კლუბ "უღრან ტყეში - In The Dense Forest"-ში დაუკრავენ თავიანთ სეტებს.
კონცერტი
15 მაისს საქართველოში პირველად შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის "The Silver Sun" - ვერცხლისფერი მზე.
კონცერტი
მსმენელმა ეს ჯგუფი ძალიან თბილად მიიღო, მათ საკმაოდ ბევრი ფანი ჰყავთ საქართველოში. ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები