Cosmologic-ის პროექტი Red Axes სფეისჰოლში

საიდუმლოება იწვევს ინტერესს, ინტერესი კი ადამიანისთვის შემეცნების საფუძველია. ჩვენ მკვლევარები ვართ და მუდამ რაღაცას ვეძებთ. ყველაფერ ცოცხალსა და მოძრავს. ყველაფერი გვაინტერესებს. ვამყარებთ კავშირებს. ვაკვირდებით მოძრაობას. ვესაუბრებით გარემოს. ჩვენს გამოძიებაში ყველა შეგრძნებას ვიყენებთ. ეს ერთი პატარა ნაბიჯია ჩვენთვის და დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.

 

 

Cosmologic ქართული ელექტრონული სცენის სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის ახალი პროექტია. გუნდი ძირითადად კომუნა მზესუმზირას წევრებისგანაა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, ყოველ ახალ ივენთზე კოსმოლოჯიკი აპირებს ითანამშრომლოს სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებთან. 

კოსმოლოჯიკის ღონისძიებების მთავარი აქცენტი იქნება ლაივ პერფორმანსებზე, მაღალი ხარისხის ხმასა და განათებაზე და ასევე, არტ-ინსტალაციებზე.

 

 

Line Up: 

 

► Red Axes (Garzen, Life & Death)

► JD J (Zeinkali, Vodkast Recrods)

► Zurkin 

 

 

Red Axes - ორი მეგობარი, მანქანები, ფსიქოდელია, და მუსიკის, ხმისა და მოძრაობის უპირობო სიყვარული. 

ქალაქის ხმის ახლებური განსაზღვრება, გავლენების შეწებება, განსხვავებული სპექტრების გახსნა და სამყაროსთვის ახალი ბიტებისა და ელექტრული გარაჟის გაცნობა. 

ღრმა და ბუნებრივი ზრდა, რომელიც 2010 წელს, ამსტერდამის სარდაფებში და თელავივის ქუჩებში დაიწყო. 

შეიქმნა როგორც პოსტ-პანკ ბენდი "Red Cotton" და მოგვიანებით გახდა "Red Axes". 

 

 

მათი ლაივ შესრულება არის მოგზაურობა, რომელიც ძალიან შორს, საოცრად ეგზოტიკურ ადგილებში წაგიყვანთ. 

 

 

 

Face/Age კონტროლი (+18) 

მსგავსი ღონისძიებები
ის  ყველაზე ტრენდული და პოპულარული  ქართველი მუსიკოსია, ფორტუნას მუსიკალური დაჯილდოების 2017 წლის გრან პრის მფლობელი
კლუბი/ლაუნჯი
2007 წლიდან დღემდე მისი დისკოგრაფია ათამდე სოლო რელიზს, ასევე ურიცხვ კოლაბორაციასა და რემიქსს ითვლის
კლუბი/ლაუნჯი
Body Thrills - ბექა უნგიაძისა და ნიკოლ ფოფხაძის ერთობლივი პროექტი, რომელიც ადგილობრივ სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა.
კლუბი/ლაუნჯი
ANSWER CODE REQUST ლაივს შეასრულებს, სეტებს დაუკრავენ ACRONYM, რომელის მუსიკალური დებიუტი 2012 წელს შედგა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები