BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები განსხვავებული კონცეფციის ღამეს წარმოგვიდგენენ

15 დეკემბერს, BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები განსხვავებული კონცეფციის ღამეს წარმოგვიდგენენ და მათ მიერ მოწვეულ ადგილობრივი სცენის არტისტებთან ერთად B2B დაურავენ.

BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე, გიორგი ყანჩელი ადგილობრივი მუსიკალური ლეიბლის ZEINKALI-ს ავტორთან JD J-სთან ერთად დაუკრავს. ლოკალური ტექნო სცენის გამორჩეული დიჯეი ZITTO დასაკარავად იწვევს 2015 წლის ელექტრონავტს და ICONTRAX-ის დამფუძნებელ ირაკლი ბერიკაშვილს.კლუბის რეზიდენტი და კომუნა 11TH დამფუძნებელი NDRX B2B-ს ანა კუბლაშვილთან ერთად დაუკრავს, რომელმაც 2017 წელს BEN KLOCK-ის დაფუძნებულ ფართების PHOTON-ის სერიაში მიიღო მონაწილეობა. მისი ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: KLOCKWORKS, SEMANTICA, LA CHINERIE.

HOROOM-ის ოთახში, MERCURRIO B2B დასაკრავად იწვევს COSMIC LOVE ROTATION-ს, გიგი ჯიქია, იგივე HVL ჩანაწერების მაღაზიის და ლეიბლის VODKAST-ის გუნდის წევრთან ზურკინ ჭყონიასთან ერთად დაუკრავს, ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდიუსერი GACHA, BASSIANI RECORDS A&R-თან თორნიკე კვანჭიანთან ერთად გაიზიარებს სცენას.

მსგავსი ღონისძიებები
2003 წელს კორეი გადაიღეს ფილმში "Feel Like Going Home" რომლის რეჟისორიც არის მარტინ სკორსეზე. ფილმი ბლუზის განვითარების ისტორიას გვიამბობს..
კლუბი/ლაუნჯი
Saphileaum-მა (ანდრო გოგიბედაშვილის მუსიკალური პროექტი) Bauhaus Bar-თან ემბიენთ/Lowtempo dub სეტი დაუკრა.
კლუბი/ლაუნჯი
"BASSIANI – ეს არ არის მხოლოდ ივენთების სერია, არც კლუბი, არც საგამოფენო სივრცე, ან კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი –  ეს არის იდეა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.