BASSIANI ბრუკლინური ლეიბლის "THE BUNKER NEW YORK"-ის ღამეს უმასპინძლებს

22 დეკემბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი, ბრუკლინური ლეიბლის THE BUNKER NEW YORK-ის ღამეს უმასპინძლებს, რომელმაც ნიუ-იორკის ტექნო სცენაზე, განსხვავებული, ექსპერიმენტული განზომილებების აღმოჩენა დაიწყო და საკუთარი მძიმე, პროვოკაციული ჟღერადობა ჩამოაყალიბა.

დაუკრავენ ლეიბლის დამაარსებელი, ამერიკელი DJ და პრომოუტერი BRYAN KASENIC და THE BUNKER NEW YORK-ის ოჯახის წევრი, გამორჩეული სელექტორი ERIC CLOUTIER.

HOROOM-ის ოთახში კი, ბრიტანელი პროდიუსერი და DJ ლეიბლების MOSAIC და BLUESPIRIT დამაარსებელი STEVE O'SULLIVAN დაუკრავს, რომლის შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა MORITZ VON OSWALD და MARK ERNESTUS-მა მოახდინეს, მასთან ერთად BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები, KOTE JAPARIDZE და WILL GATES წარდგებიან.

მსგავსი ღონისძიებები
Reset მულტი ნაციონალური პროექტია, რომელიც უკვე საერთაშორისო ბრენდად იქცა.
კლუბი/ლაუნჯი
HOROOM-ის ოთახში ამსტერდამელი DJ, კლუბის DE SCHOOL რეზიდენტი JOB JOBSE და MERCURRIO წარსდგებიან
კლუბი/ლაუნჯი
საღამოს წამყვანები იქნებიან ქეთი დათუაშვილი და გოშა, განწყობაზე იზრუნებს DJ.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები