2017 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი გახდა

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. წელს საქართველო კონკურსში გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა, სიმღერით „გულის ხმა” და 185 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი ღონისძიებები
28 სექტემბერს ებრაელი მუსიკოსი იუვალ რონი გამართავს კონცერტს თავის ჯგუფთან ერთად. კონცერტზე ასევე მონაწილეობას მიიღებს ქართული ხალხური ანსამბლი "დიდგორი".
კონცერტი
ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა
კონცერტი
6 ოქტომბერს კლუბ "ეკლიფსში" "ქუჩის ბიჭების" კონცერტი გაიმართება
კონცერტი
საბავშვო ევროვიზიას 25 და 26 ნოემბერს თბილისში ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს
კონცერტი
კვირის ღონისძიებები