2001: კოსმიური ოდისეა - სტენლი კუბრიკის ფილმის ჩვენება

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 21 დეკემბერს სტენლი კუბრიკის კოსმიურ ოდისეას ჩვენება გაიმართება. 

 

ჩვენება სამეცნიერო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართება (აუდიტორია N 100).

 

ფილმის ხანგრძლივობა: 141წთჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლოენა: ინგლისური

 

კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია!

 

სტენლი კუბრიკის 1968 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომელიც ნაწილობრივ დაფუძნებულია ართურ კლარკის მოთხრობაზე „გუშაგი“. ფილმი ეხება ტექნოლოგიების განვითარების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის თემებს.

 

კლარკმა ფილმის სცენარზე მუშაობის პარალელურად, დაწერა ამავე სახელწოდების რომანიც.

მსგავსი ღონისძიებები
20 სექტემბერს "აგენტი ჯონი ინგლიში: ახალი მისია" პრემიერა კავეაში გაიმართება.
კინო
"ფილმი მაისიდან მოგზაურობას საერთაშორისო ფესტივალებზეც დაიწყებს... სერიალსაც ვგეგმავთ"
კინო
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინირებული "Phantom Thread/უხილავი ძაფი"–სა და "the Post/ვაშინგტონ პოსტი"–ს ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი
კინო
რამდენჯერ გიოცნებიათ მეცნიერებას შეეძლოს თქვენი გონებიდან იმ მომენტების და წუთების ამოშლა, რომელთა გახსენებათ მხოლოდ სევდას იწვევს თქვენში?
კინო
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.