12 იანვარს თბილისში გრემის ორგზის მფლობელის, გრეგორი პორტერის კონცერტი გაიმართება

თბილისის საკონცერტო დარბაზში 12 იანვარს, გრემის ორგზის მფლობელის, ამერიკელი ჯაზ ვოკალისტის, გრეგორი პორტერის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე SOLO-ს და Eastern promotions-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს. 

 

გრეგორი პორტერი კონცერტზე, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს.

 

ბილეთების გაყიდვა 28 დეკემბერს დაიწყება, ხოლო SOLO-ს მომხმარებლებისთვის 21 დეკემბერს, 10:00 საათზე, tkt.ge-ზე. SOLO-ს მომხმარებლები ბილეთის ფასზე განსაკუთრებული შეღავათით ისარგებლებენ.

 

2016 წელს გრეგორი პორტერი უკვე იმყოფებოდა საქართველოში. გრემის მფლობელი არტისტი სიმღერებს ბოლო ალბომიდან - "Nat King Cole & Me" შეასრულებს.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ბილეთების გაყიდვა 28 დეკემბერს დაიწყება, ხოლო SOLO-ს მომხმარებლებისთვის 21 დეკემბერს.
კონცერტი
ხანმოკლე შესვენების შემდეგ  LOUDspeakers-ის სოლო კონცერტს გამართავს.
კონცერტი
საბავშვო ევროვიზიას 25 და 26 ნოემბერს თბილისში ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს
კონცერტი
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები