ჰოლოკოსტის შვილები - ფილმის ჩვენება და დისკუსია

ELSA საქართველო გაეროს წარმომადგენლობასთან საქართველოში თანამშრომლობით, 2018 წლის 27 იანვარს, აწყობს ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას ჰოლოკოსტისა და მისი ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ.

 

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმი “Children of Holocaust”, რომელიც ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს, სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში გავნითარებული მოვლენების უშუალო მონაწილეთა მოგონებებს.

 

პანელური დისკუსიის დროს კი განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ანტისემიტიზმის წარმოშობა ნაცისტურ გერმანიაში და ომის შემდგომ პერიოდში ებრაელი ხალხის „სახლში დაბრუნება“, საერთაშორისო საზოგადოების როლი მათ რესოციალიზაციაში და მსოფლიო ხალხთა გაზიარებული პასუხისმგებლობა. 

 

ღონისძიებაზე მოწვეული მომხსენებელი იქნება საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი და გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

დასაწყისი - 2018 წლის 27 იანვარი, შაბათი, 19:00 საათი, ახალი მზიურის კაფე.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 იანვარი 23:59 სთ. 

 

დასწრება თავისუფალია ! 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
თბილისში SOFA-ს საერთაშორისო კვირეულისთვის შერჩეული მონაწილეები, ერთის მხრივ, განავითარებენ და გაამყარებენ საკუთარ პროექტებს, და მეორეს მხრივ, უფრო ახლოს გაიცნობენ ქართულ კინოინდუსტრიას.
კინო
ნოემბრის ბოლოს Dolby Atmos-ით აღჭურვილი "კავეა გალერია თბილისი" გაიხსნება.
კინო
"დიდი მწვანე ველი", „შორს" და „სევდის ანგელოზები"- ის სამი ფილმია, რომელთა ნახვასაც მაყურებელი ფესტივალის „სპეციალური ჩვენების" ფარგლებში შეძლებს
კინო
მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე;
კინო
კვირის ღონისძიებები