ჰოლივუდის კინორეჟისორს დევიდ ლინჩს კლუბი KHIDI 中 უმასპინძლებს

20 ნოემბერს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს შეხვდეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორს დევიდ ლინჩს, რომელიც გაგვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას კინოინდუსტრიაში და ისაუბრებს შემოქმედებით საქმიანობაში სრული პოტენციალის გამოყენებაზე ,ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკის საშუალებით. დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

1. ღონისძიებაზე დასასწრები ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. გაიცემა მოსაწვევების გარკვეული რაოდენობა. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და დაელოდეთ დასტურს.
2. მოსაწვევთან ერთად აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აკრძალულია მოსაწვევის სხვისთვის გადაცემა.
3. ღონისძიების მიმდინარეობისას მობილურ ტელეფონებზე უნდა გამორთოთ ხმა. დაუშვებელია ფლეშ სანათისა და ეკრანის განათების გამოყენება.
4. ღონისძიების მიმდინარეობისას აკრძალულია ხმაური, სავარძელის უმიზეზოდ დატოვება და პერიმეტრზე გადაადგილება.
5. ღონისძიებაზე დასწრების პირობების არ გათვალისწინების შემთხვევაში გაუფრთხილებლად დატოვებთ კლუბის ტერიტორიას.

მსგავსი ღონისძიებები
ის  ყველაზე ტრენდული და პოპულარული  ქართველი მუსიკოსია, ფორტუნას მუსიკალური დაჯილდოების 2017 წლის გრან პრის მფლობელი
კლუბი/ლაუნჯი
HOROOM-ის ოთახში, ნიდერლანდების საუკეთესო სელექტორი დუო DEKMANTEL SOUNDSYSTEM, ვეტერან კალიფორნიელ DJ - SOLAR-თან ერთად B2B დაუკრავს.
კლუბი/ლაუნჯი
Judas aka JUDAΣ - ბერლინელი არტისტი, რომელიც მძიმე ინდუსტრიული ჟღერადობით გამოირჩევა.
კლუბი/ლაუნჯი
Horoom-ის ოთახს Vodkast-ის გუნდის წევრები Third Soul, Vakho და JD J დაამშვენებენ.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები