ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

   10 თებერვალს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაყურებელს საინტერესო პროგრამას შესთავაზებს, რომელიც გერმანული მუსიკის ბუმბერაზების - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის ნაწარმოებებითაა შედგენილი.

 

   ორკესტრს უხელმძღვანელებს მაესტრო გიორგი ჟორდანია, რომელიც შეასრულებს ვაგნერის უევრტიურას ოპერიდან „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ და შტრაუსის სუიტას ოპერიდან „ვარდის კავალერი“. ხოლო სოლისტის რანგში წარსდგება ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, ნიუ იორკის ცნობილი ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებული - დავით ალადაშვილი. იგი ბეთჰოვენის მე-3 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

მსგავსი ღონისძიებები
“ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი”-ს ინიციატივით და ძალისხმევით სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი „ბედნიერი სახლი“ აშენდება.
კონცერტი
წინასაახალწლო კონცერტი 23 დეკემბერს გაიმართება
კონცერტი
საღამოს გახსნის მოწვეული სტუმარი ვიქტორ კომაროვი, რომელიც განსაკუთრებული პროგრამით წარსდგება ქართველი მაყურებელის წინაშე.
კონცერტი
ნორმანის ჩაშლილი კონცერტის ბილეთები სრულად ანაზღაურებულია
კონცერტი