ჯეიმს ბლანტი ფესტივალზე „დამოუკიდებლობის დღე“ Goodbuy my lover” და “You’re Beautiful”-ს შეასრულებს

    18 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი მსოფლიოს მასშტაბით -  ეს შთამბეჭდავი შედეგი ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ბრიტანელ შემსრულებელს ჯეიმს ბლანტს ეკუთვნის. მისი სადებიუტო ალბომი „Back to Bedlam“  ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში მოხვდა. 2017 წელს მომღერალმა უკვე რიგით მეხუთე ალბომი Afterlove გამოუშვა და დაიწყო მსოფლიო ტურნე, რომელშიც საქართველოც მოხვდა.

 

ცნობილი ჰიტის  „You’re beautiful” შესახებ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება არსებობს. სიმღერამ  დიდი წარმატება მოუტანა მომღერალს. ჰიტადქცეული „You’re beautiful” ბლანტის რიგით მესამე სიმღერაა, რომელმაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. მის ამ არაჩვეულებრივ ჰიტს წვეულებებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე  დღემდე უკრავენ.  სწორედ, მისი საშუალებით, ჯეიმსის ალბომი დეკადის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომად დასახელდა.

 

მომღერლისთვის ამ სიმღერას სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს.  მან ის ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა. კლიპში აღბეჭდილია თვითმკვლელობის მცდელობა იაპონური ტრადიციების მიხედვით. კლიპის ბოლოს კი მომღერალი წყალში ხტება იმის გამოსახატავად, რომ მას აღარ შეუძლია შეყვარებულის გარეშე ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჰიტი მისი რჩეული შემოქმედება არ არის, მან განაცხადა, რომ არ შეწყვეტს მის შესრულებას კონცერტებზე, რადგან ეს მისი თაყვანისმცემლების საყვარელი სიმღერაა და იგი დიდ პატივს სცემს თავის გულშემატკივრებს.

 

ზოგადად, მუსიკა ჯეიმს ბლანტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც თავად ამბობს, სამხედრო დავალების დროს კოსოვოში გიტარა თან ჰქონდა წაღებული და სიმღერებს  ტანკიდან ჩამოსვლისას ადგილობრივებისთვის და ჯარისთვის ასრულებდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდში დაწერა სიმღერა „No Bravery”.

 

ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი  მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს “goodbuy my lover” და  “You’re Beautiful”-აც შეასრულებს.

 

ფესტივაღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს. 

 

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
თბილისში ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პირველ საკონცერტო დღეს შესრულდა იოსებ ბარდანაშვილის "სერენადა" ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის, რომელიც კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონცერტი
კონცერტი და ახალი სიმღერის პრეზენტაცია
კონცერტი
26 ოქტომბერს ელექტრონული მუსიკის ინოვატორი დუო "Gus Gus" კლუბ "რესპუბლიკის" სცენაზე დაუკრავს.
კონცერტი
გახმაურებული პროექტი, მსოფლიო კინომუსიკის შედევრები - „მეხსიერების ბარათი“ 9 და 10 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, განახლებული ვერსიით ბრუნდება.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები