"წიგნიერების ევოლუცია" - შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან

წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro-ში, 11 დეკემბერს საღამოს 7 საათზე გაიმართება შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, რომელიც თავისივე წიგნის შესახებ ისაუბრებს. "წიგნიერების ევოლუცია" 2017 წლის პრემია "საბას" ერთ-ერთი გამარჯვებულია, ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.

როგორც აღწერაშია მითითებული, ეს წიგნი იმაზეა, რომ კითხვა სასარგებლოა. არ არსებობს კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რომელსაც ადამიანის გონების, წარმოსახვის, თვალსაწიერის გაფართოება შეუძლია.

კარგი მკითხველები გაცილებით უფრო მდიდარი და ფერადოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც არ კითხულობენ. ფსიქოლოგებმაც ხომ დაადგინეს, რომ კითხვა, წარმოსახვითი სამყარო, ზუსტად იმ გავლენას ახდენს ადამიანის ნევროლოგიურ სისტემაზე, რასაც რეალური სამყარო – როდესაც პერსონაჟი განსაცდელშია და ამის შესახებ ვკითხულობთ, ეფექტი იგივეა, ჩვენ, მკითხველები თავად რომ აღმოვჩენილიყავით ამ განსაცდელში.

თქვენი წიგნები არავის უნდა მისცეთ თორემ მათ ვეღარ იხილავთ, – ხუმრობდა ანატოლ ფრანსი, – ჩემს ბიბლიოთეკაში მხოლოდ ის წიგნებიღა დარჩა, რომლებიც სხვებს გამოვართვი წასაკითხადო; დეკარტი კი ამბობდა, კარგი წიგნების კითხვა წარსული დროის საუკეთესო ხალხთან საუბარია, თანაც ისეთი საუბარი, როდესაც ისინი მხოლოდ საუკეთესო აზრებს გიზიარებენო.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები
1 თებერვალს, თელავის "ბიბლუსი გალერეაში" მკითხველები სახალხო ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულებს შორენა ხუხუასა და ია კარგარეთელს იხილავენ
სხვა ივენთები
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
სხვა ივენთები
ბიოლი ჰოლში არის არაჩვეულებრივი ხედები, საუცხოოდ მომზადებული განსაკუთრებული კერძები და სპეციალურად ბიოლის სტუმრებისთვის დამზადებული ბიო ღვინოები.
სხვა ივენთები
ის სამყაროს კამერის ობიექტივიდან უყურებს. რეალობა ისეთი მოსწონს, როგორიც მის ფოტოებზეა - ფერადი, ლამაზი და განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ გაუცნობიერებლად ძალიან სახიფათო თამაშში ჩაერთო.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები
"მან მიიღო კორონავირუსით პირველი დაავადებული პაციენტი და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული" - ინფექციურის ექიმის ფოტო სახეზე ეკიპირების ნაკვალევით
ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე ის ექიმია, რომელმაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი მიიღო და როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე ამბობს, მანვე გაწერა პირველი პაციენტი სახლში გამოჯანმრთელებული.

"ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება", - დაწერა გიორგი ბერიძემ.