შეუსრულებელი მისია - მემკვიდრეობა! კინოპრემიერა

    მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე - 26 ივლისს რადიო ენერჯი და კავეა წარმოგიდგენთ  ფილმს „შეუსრულებელი მისია: მემკვიდრეობა“, რომელიც საკულტო სერიების მეექვსე ნაწილი გახლავთ. ფილმში ყველასთვის ნაცნობი ამერიკელი მსახიობი - ტომ კრუზი თამაშობს, რომელმაც  კიდევ ერთი ბრწყინვალე, თავგადასავლებით აღსავსე და მძაფრსიუჟეტიანი კინოროლი მოირგო.

   ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, რომელმაც გულშემატკივრებს ახალი სერიისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა.

 

    სათავგადასავლო ტრილერის რეჟისორი კრისტოფერ მაქკუოკი გახლავთ,  სიუჟეტი კი, პარიზში ვითარდება, სადაც ყველასთვის კარგად ცნობილი ითან ჰანტის კინოგმირი, რომელსაც სწორედ ტომ კრუზი თამაშობს, ახალ შეუსრულებელ დავალებას იღებს, რომელზეც მსოფლიო წესრიგის უსაფრთხოებაა დამოკიდებული.

 

მეექვსე ნაწილი, წინა სერიების მსგავსად, რამდენიმე საუნდტრეკითაც დაგვამახსოვრებს თავს, რომელთა მოსმენის საშუალებაც ფილმის ერთგულ მაყურებელს უკვე აქვს.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი მსახიობი ახალ სერიაში რთულ ილეთებს თავად, დუბლიორის გარეშე ასრულებს  და ცოტა ხნის წინ, გადაღებები დროს მან ფეხიც დაიზიანა.

ფილმში ტომ კრუზი ჩვეულ სტილს ირგებს და FADDY ROX-ის მოდურ ქურთუკში გვევლინება, რომელიც ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრევე გახდა საერთაშორისო ონლაინგაყიდვების ლიდერი.

მსგავსი ღონისძიებები
ფრედ კელემენი სწავლობდა ფერწერას, მუსიკას და რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა თეატრში მუშაობდა.
კინო
4-22 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას, ბერლინში კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება. კვირეულს ანა ურუშაძის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის - "საშიში დედა" გერმანული პრემიერა გახსნის.
კინო
პირველ 20 სტუდენტს, რომელიც დარეგისტრირდება და დაესწრება საჯარო ლექციას, გადაეცემა ფილმ „ხიბულას“ კინოს ბილეთი.
კინო
„ჰორიზონტი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციაა.
კინო
კვირის ღონისძიებები