„შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ - წიგნის პრეზენტაცია

    27 მარტს, 20:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ უმასპინძლებს ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის მიმოწერის პრეზენტაციას. 

   „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ შვედურიდან თარგმნა ლიკა ჩაფიძემ.  წიგნი გამომცემლობა „ინტელექტის“ ახალი სერიით გამოიცა – „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ გვანცა ჯობავას მორიგი პროექტია. 

 

 1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს. სარა იმედოვნებს, რომ ცნობილი მწერალი მას ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლზე სასინჯ გადაღებებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. ცნობილი მწერალი იმდენად მკვახე წერილით პასუხობს, რომ სარა მას ნაკუწებად აქცევს და ტუალეტში ჩარეცხავს. მოგვიანებით კი კიდევ ერთ, უფრო გაწონასწორებულ და თბილს წერილს მისწერს, რომელიც მათი მრავალწლიანი გაბმული მიმოწერის დასაწყისი გახდება. ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. 1971 წლიდან 2002 წლამდე მათ ერთმანეთს 80 წერილი მისწერეს, რომელიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა.

მსგავსი ღონისძიებები
თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი.
სხვა ივენთები
თუ გაინტერესებთ დიქტატორები და დიქტატურები, ლათინური ამერიკის ლიტერატურა მეოცე საუკუნისა, დიადი მწერლები, მათი მოქალაქეობრივი ვალი, ბრძოლა საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანაში რაღაც კეთილის, თუნდაც უმცირესის გადასარჩენად.
სხვა ივენთები
პროექტის _ „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების ხელახალი გააზრება.
სხვა ივენთები
რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ახალი გალერეა გაიხსნა.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები