„ქოლგა თბილისი ფოტო“ 3-დან 11-მაისამდე გაგრძელდება

 

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა და ვითარდებოდა. ფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. კონკურსსა და გამოფენებში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ფოტოგრაფები. ფოტოკონკურსის ცერემონია 4 მაისს არტარეას ეზოში ჩატარდა. ფოტო კონკურსის გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.

წლევანდელ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

1.      დოკუმენტური სერია - კარლ მანჩინი "ძაღლური სიყვარული"

 

2.  რეპორტაჟი - კრისტიან ვერნერი "გზა ნგრევისკენ"

 

 

3.   კონცეპტუალური ფოტოპროექტი - ჯიულიო დი სტურკო "აეროპოლისი - როგორ ვიცხოვროთ მომავალში"

4. საუკეთესო კადრი/Best shot/ - სებასტიენ ლებანი "პურიმის ზეიმი იერუსალიმში"

5. მობილური ერთი კადრი - დათო ქორიძე "პროტესტი"

6.  მობილური ფოტოსერია - ხავიერ არსენილიასი "საბჭოთა"

7. Newcommer - ოლე ვიტი "საინფორმაციო ბიურო - ადმინისტრაციის ავტომატური    ქმედებები"

8. სპეციალური პრიზი - მანო სვანიძე "შვებულების მოლოდინში"

 

საპრიზო ფონდი შეადგენს 7000 აშშ დოლარს, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგოთ 1500-1500 აშშ დოლარ, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია) გადაეცემათ 500-500 აშშ დოლარი.

სპეციალური პრიზის მფლობელი მანო სვანიძე სტაჟირებას გაივლის მილანში, საერთაშორისო ფოტოსააგენტო პროსპექტში.

ფესტივალის ფარგლებში იმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორთფოლიოს განხილვები. თუ გსურთ არ გამოტოვოთ შემდეგ დღეებში დაგეგმილი გამოფენები, გადადით ბმულზე

დასწრება ყველა გამოფენაზე უფასოა.

ქოლგას ოფიცილაური საიტი

მსგავსი ღონისძიებები
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018 წელს უკვე მეოცედ გაიმართა
ფესტივალი
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, უმთავრესი სიახლე, რასაც Summer set-ის ორგანიზატორები და მხარდამჭერები მელომანებს სთავაზობენ, 2019 წელს ფესტივალის გუდაურში გადატანას უკავშირდება. 2019 წლიდან Summer Set გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება.
ფესტივალი
ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით.
ფესტივალი
ფესტივალის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ დასახელდა @JWT მეტრო ხოლო ACAG-ის წლის რეიტინგის მიხედვით 2018 წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიოდ ABK და 2018 წლის საუკეთესო კრეატიულ სააგენტოდ დასახელდა ლივინგსტონი.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები