ქართული ტექნო სცენის ერთ-ერთი პიონერი KHIDI-ის სცენას დაიკავებს

Vulkanski B2B OTHR – KHIDI-ს რეზიდენტები: პროექტ Greenbeam & Leon-ის წევრი, ქართული ტექნო სცენის ერთ-ერთი პიონერი აჩი თაბუკაშვილი და ლადუკა ნინუა, არაერთი პროექტის ავტორი, როგორებიცაა: OTHR, Sevda და Oimactta. Boyd Schidt B2B Frequency Shifter - KHIDI-ს რეზიდენტი, Greenbeam & Leon-ის წევრი ლეონ ლოლიშვილი, რომელიც აქტიურადაა ჩართული მუსიკის შექმნასა და დიჯეინგში მსოფლიოს გარშემო და G2-ის რეზიდენტი, ქართველი დიჯეი და პროდიუსერი გიგა არაბული, რომელიც სცენაზე 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდა.  RÓMAN B2B Yanamaste – KHIDI-ს რეზიდენტი, ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტის ავტორი რომან აბრამოვი და G2-ის რეზიდენტი ირაკლი დანელია, რომელიც 6 თვის წინ გამოჩნდა ქართულ ტექნო სივრცეში და მოკლე დროში მსმენელს გამორჩეული ტექნო და DnB სეტებით დაამახსოვრა თავი.

 

Ciel - იგივე Cindy Li, კანადელი დიჯეი, პროდიუსერი და რადიო პროგრამერი, რომელიც ტორონტოს ქვიარ სცენის უდიდესი მამოძრავებელი ძალაა, ხოლო მისი ორგანიზებით ჩატარებულმა ივენთების სერიებმა (It’s Not U It’s Me და Work in Progress) უთანასწორო ელექტრონული სცენის პრობლემები აქტუალური გახადა. Cindy-ს კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა სადებიუტო რელიზმა Peach Discs-ზე, აგრეთვე ტორონტოს Boiler Room-ზე წარმატებულმა შესრულებამ.

მსგავსი ღონისძიებები
კონცერტი გაიმართება 26 აპრილს Ericsson Globe Arena, Stockholm, Sweden
კლუბი/ლაუნჯი
მისი შემოქმედება გამორჩეულია მომაჯადოებელი პირდაპირობით, დაცლილი ილუზიითა და მინიმალისტური ბგერების ცენტრალურ მოვლენაში ტრანსფორმაციით.
კლუბი/ლაუნჯი
Ellarge - ირაკლი მენაღარიშვილისა და ნიკა წერეთელის Psychedelic Dance ჟღერადობის კოლაბორაციული პროექტი, რომელიც დაფუძნებულია იმპროვიზაციაზე და გადმოსცემს მათ ზუსტ ემოციას.
კლუბი/ლაუნჯი
5 ოქტომბერს Keller Bar-ის სეზონს ბრიტანელი DJ Ilium Sphere გახსნის
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები