ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე

   ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრადიციულად დიდი გამარჯვებით დასრულდა. შარშანდელის მსგავსად, წელსაც 10 მთავარი ჯილდოდან ქართულ ფილმებს 4 პრიზი გადაეცათ.

 

Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა;

Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო;

Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის "საშიში დედა". მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს - ანა ურუშაძეს გადასცა;

Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის "დედე";ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად (ფესტივალი 2011 წელს დაარსდა) პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანი კინოღონისძიებაა, რომელმაც უკვე შეძლო სახელის მოპოვება და ყოველწლიურად ჩინური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა მას ჰოლივუდის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები ესწრებიან.

მსგავსი ღონისძიებები
მოდით კიდევ ერთხელ გავხდეთ, ჩაპლინის უკვდავი პერსონაჟის, მაწანწალის ხიფათებით, ემოციებით, კომიკურობით, სევდით და იმედებით სავსე ცხოვრების გზის ზიარნი.
კინო
„ჰანა“ ქალის სიღრმისეული პორტრეტია, რომელმაც იდენტობა დაკარგა.
კინო
ბრძოლა დედამიწის გადასარჩენად და უძლეველი შავი ძალების დამარცხება
კინო
კვირის ღონისძიებები