ფრედ კელემენის ფილმის ჩვენება და კითხვა-პასუხის სესია რეჟისორთან

5 დეკემბერს კინოთეატრი ამირანის მე-3 დარბაზში 16:00-ზე გაიმართება ფილმის „სარაევოს სევდიანი სიმღერები“ ჩვენება. ფილმის შემდეგ კი, გაიმართება Q&A ფილმის რეჟისორთან, ფრედ კელემენთან.

ფრედ კელემენი სწავლობდა ფერწერას, მუსიკას და რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა თეატრში მუშაობდა. მის სრულმეტრაჟიან ფილმებს შორის საგულისხმოა „ბედისწერა“ (1994, გერმანული კინოჯილდოს მფლობელი), „ყინვა“ (1997, როტერდამში FIPRESCI-ს ჯილდოს და ტაორმინაში საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელი) და „ბინდი“ (1999).

ამას გარდა, კელემენი მუშაობდა ოპერატორად ბელა ტარის ფილმებზე: „ტურინის ცხენი“, „კაცი ლონდონიდან“ და „გასეირნება დაბლობზე“. მათთვის, ვისაც აინტერესებს უნგრული კინო და ოპერატორული მხარე კინოში, ეს შეხვედრა უდაოდ საინტერესო იქნება.

„სარაევოს სევდიანი სიმღერები“ არის ფილმი-ტრიპტიქი, რომელიც შედგება ორი ამბისგან — „შეყვარებულების ლურჯი ბალადა“ და „გადარჩენილების ლურჯი რონდო“ და დოკუმენტური შუა ნაწილი — „მგლების ლურჯი ფსალმუნი“. ეს ნაწილები ერთმანეთის შენაკადებია და სარაევოში ფრაგმენტული ცხოვრების ერთიან მოზაიკას შეადგენენ.

ფილმის ჩვენება და რეჟისორთან შეხვედრა თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იმართება.

მსგავსი ღონისძიებები
გაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში
კინო
მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე;
კინო
European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ "ამომავალ ვარსკვლავს” შორის მოხვდა.
კინო
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინირებული "Phantom Thread/უხილავი ძაფი"–სა და "the Post/ვაშინგტონ პოსტი"–ს ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი
კინო
კვირის ღონისძიებები