ფილმი "საშიში დედა" ერთდროულად 3 სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

     ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევრის "საშიში დედა" პრიზებს 3 საერთაშორისო ჯილდო შეემატა.ფილმი ერთდროულად 3 კინოფესტივალზე დაჯილდოვდა:

 

მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე;

კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო FIPRESCI ევროპული კინოს ფესტივალზე;

ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan;

 

„საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი. „საშიში დედა" შარშან საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე.

 

„საშიში დედა" აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. ფილმი 50 წლის ქალის მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

მსგავსი ღონისძიებები
ამბავი დეფორმირებული სახის ბიჭზე, რომელიც 10 წლისა პირველად მიდის სკოლაში, მსოფლიოში უამრავმა ბავშვმა და უფროსმა განიცადა და შეიყვარა.
კინო
„ჰორიზონტი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციაა.
კინო
უკრაინული კინოს ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ თანამედროვე უკრაინული კინოფილმების ჩვენებას 26-29 აპრილს უმასპინძლებს.
კინო
"ფილმი მაისიდან მოგზაურობას საერთაშორისო ფესტივალებზეც დაიწყებს... სერიალსაც ვგეგმავთ"
კინო
კვირის ღონისძიებები