ფილმი "კერლინგის" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან დენი კოტესთან

5 დეკემბერს კინოთეატრი ამირანის მე-3 დარბაზში 19:00-ზე გაიმართება ფილმის „კერლინგი“ ჩვენება. ფილმის შემდეგ კი, გაიმართება Q&A ფილმის რეჟისორთან, დენი კოტესთან.

დენი კოტე კანადური კინოს გამორჩეული და საინტერესო სახეა. მისი ფილმები, მუდამ მოულოდნელობაში ამყოფებს მაყურებელს. მუშაობდა რადიოში კინოკრიტიკოსად. 1999-2005 წლებში იყო ჟურნალ „ისი“-ს ჟურნალისტი. 20 წლის იყო, როდესაც საკუთარი საპროდიუსერო კომპანია დაარსა. მისი ფილმები ნაჩვენები იყო ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, როგორებიცაა ლოკარნო, ბერლინი და კანი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

ფილმში „კერლინგი“ მოქმედება საზოგადოებისგან შორს, მიყრუებული სოფლისპირას ვითარდება, მამისა და ქალიშვილის უჩვეულო პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ფილმის ჩვენება და რეჟისორთან შეხვედრა თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იმართება.

მსგავსი ღონისძიებები
ოკუპირებული პრაღა, 1968 წელი. ცხოვრება სიყვარულით, სექსუალური ვნებებით, ხელოვნებით, პოლიტიკით.
კინო
ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირის გამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი
კინო
„ჰანა“ ქალის სიღრმისეული პორტრეტია, რომელმაც იდენტობა დაკარგა.
კინო
"ქამინგ აუთი“ იყო აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი, რომელიც გდრ-ში ჰომოსექსუალობის თემას ეხებოდა.
კინო
კვირის ღონისძიებები