ფილმის "ჰანა" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან ანდრეა პალაოროსთან

5 დეკემბერს კინოთეატრი ამირანის მე-3 დარბაზში 21:00-ზე გაიმართება ფილმის „ჰანა“ ჩვენება. ფილმის შემდეგ კი, გაიმართება Q&A ფილმის რეჟისორთან, ანდრეა პალაოროსთან.

ანდრეა პალაოროს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კინორეჟისურაში კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტისგან და ბაკალავრის ხარისხი — ჰემფშირის კოლეჯისგან. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მედეასის“ (2013) პრემიერა ვენეციის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში — მარაკეშის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სერგო ფარაჯანოვის სახელობის ჯილდო გამორჩეული პოეტური ხედვისთვის — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

„ჰანა“ ქალის (შარლოტ რემპლინგი) სიღრმისეული პორტრეტია, რომელმაც იდენტობა დაკარგა. ქმრის დაპატიმრების შემდეგ მარტო დარჩენილი ჰანა ცდილობს შეებრძოლოს ბედს და სწორედ მაშინ ვლინდება მისი პიროვნება. ფილმი თანამედროვე სამყაროში გაუცხოების, კავშირის ძიების, პიროვნულ ურთიერთობებსა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას შორის ზღვარის შესახებ გვიამბობს.

ფილმის ჩვენება და რეჟისორთან შეხვედრა თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იმართება.

მსგავსი ღონისძიებები
საქართველოში რეჟისორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი პროექტების განხილვა და სხვადასხვა სახის ღონისძიებები
კინო
საინტერესოა, ვინ დაუმეგობრდება და ვინ ეთამაშება ახალ, გათანამედროვებულ გუნდას, რომელიც ეკრანებზე სულ მალე გამოჩნდება.
კინო
ფრედ კელემენი სწავლობდა ფერწერას, მუსიკას და რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა თეატრში მუშაობდა.
კინო
ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, რომელმაც გულშემატკივრებს ახალი სერიისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა.
კინო
კვირის ღონისძიებები