ფილმის "ქამინგ აუთი" ჩვენება და შეხვედრა მსახიობთან

6 დეკემბერს 16:00 საათზე, ამირანის მე-2 დარბაზში გაიმართება ჰაინერ კაროუს ფილმის "ქამინგ აუთი" ჩვენება. ჩვენებას დაესწრება მსახიობი მათიას ფრაიჰოფი და გაიმართება საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ჰაინერ კაროუ დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს როსტოკში, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში (გერმანია). ის იყო რეჟისორი და სცენარისტი, ცნობილია ფილმებით: "ქამინგ აუთი" (1989), „ლეგენდა პაულსა და პაულაზე“ (1973) და „სანამ სიკვდილი გაგვყრიდეს“ (1979). ის 1997 წლის 31 იანვარს, ბერლინში (გერმანია) გარდაიცვალა.

"ქამინგ აუთი“ იყო აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი, რომელიც გდრ-ში ჰომოსექსუალობის თემას ეხებოდა. ფილიპი, რომელიც ფარული გეია, მასწავლებლად მუშაობს. ის მის კოლეგას, ტანიას უყვარდება და ფილიპიც, მასთან საცხოვრებლად გადადის. ტანიას სახლში კი, მას მისი ძველი ბოიფრენდი ხვდება, რომელთან დაშორებაც ოდესღაც, მშობლებმა აიძულეს. ფილიპი აცნობიერებს, რომ წლების განმავლობაში ის თავის სექსუალურ ორიენტაციას იხშობდა. ის ჩუმად მიდის გეი ბარში და აი აქ, მას მათიასი უყვარდება. ახლა ფილიპს ისღა დარჩენია, რომ აღიაროს ყველაფერი ტანიას და მათიასის წინაშე. იმედგაცრუებული მათიასი თვითმკვლელობას ცდილობს.

მსგავსი ღონისძიებები
საქართველოში რეჟისორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი პროექტების განხილვა და სხვადასხვა სახის ღონისძიებები
კინო
წინასაახალწო პარასკევი, ზუსტად მიზნების ჩამოწერისთვის და სხვისი მიღწეული მიზნის შესახებ, ჯადოსნური ფილმის ნახვისთვის შესაფერისი საღამოა.
კინო
თბილისში SOFA-ს საერთაშორისო კვირეულისთვის შერჩეული მონაწილეები, ერთის მხრივ, განავითარებენ და გაამყარებენ საკუთარ პროექტებს, და მეორეს მხრივ, უფრო ახლოს გაიცნობენ ქართულ კინოინდუსტრიას.
კინო
Disney-ისა და Pixar-ის უახლესი ნამუშევარი, მართლაც რომ გასული წლის აღმოჩენაა. მან დამსახურებულად დაისაკუთრა ყველა პრესტიჟული ჯილდო და რაც მთავარია მან შეძლო და დაიპყრო მაყურებელთა გულები
კინო
კვირის ღონისძიებები