ფილმის "ნოსფერატუ" ჩვენება ცოცხალი მუსიკით

6 დეკემბერს 21:00-ზე კინოთეატრ "ამირანის " 1-ელ დარბაზში გაიმართება ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუს, მუნჯი გერმანული კინოს შედევრის "ნოსფერატუს" ჩვენება. ფილმი ცოცხალი მუსიკის, ჯაზ-ბენდის KÜSPERT & KOLLEGEN თანხმლებით ჩაივლის.

KÜSPERT & KOLLEGEN ჯაზის კამერული ანსამბლია, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მუნჯი კინოს შედევრებს მუსიკალურად აფორმებს. მათი მსმენელი, ესაა თანამედროვე ჯაზის და მუნჯი კინოს მოყვარული მაყურებელი, „ჩვენ ყოველთვის პულსზე გვიდევს ხელი - ძალიან თანამედროვე და არაპროგნოზირებად, ტრადიციული მუნჯი კინოს მუსიკისგან განსხვავებულ მუსიკას ვქმნით" - ამბობს გიტარისტი და კომპოზიტორი ვერნერ კიუსპერტი.

საღამო თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იმართება.

მსგავსი ღონისძიებები
ფილმების ყურებისთვის საუკეთესო დრო, ალბათ, მაინც ზამთარია,
კინო
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე აღიარებული ფილმი.
კინო
"ქამინგ აუთი“ იყო აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი, რომელიც გდრ-ში ჰომოსექსუალობის თემას ეხებოდა.
კინო
"ფილმი მაისიდან მოგზაურობას საერთაშორისო ფესტივალებზეც დაიწყებს... სერიალსაც ვგეგმავთ"
კინო
კვირის ღონისძიებები