ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტები, რომლებიც ერთი ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან, მსოფლიო ბაზრის დასაპყრობად ემზადებიან. მანამდე კი "გემოვან" პროდუქციას ადგილობრივი მომხმარებელი გაეცნობა.

18 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, პირველად ისტორიაში ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

"ღონისძიების მიზანია"გემოვანის" ნიშნის წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას დაახლოებით 50-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ და საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. გამოიფინება და გაიყიდება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული, ნატურალური პროდუქცია და მცირე მარნების ღვინოები. " - აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა.

მისივე ინფორმაციით 2018 წლიდან იგეგმება ყოველკვირეული ბაზრობის გამართვაც, სადაც "გემოვანის" ნიშნით გაერთიანებული პროდუქცია გაიყიდება.

"გვინდა, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და რაც მთავარია, ხელი შევუწყოთ წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენასა და გენეტიკურად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას. "გემოვანის" ქვეშ წარმოებული პროდუქცია არის უნიკალური და მას უნდა გაეცნოს მსოფლიოც. ამიტომ, ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ნომერ პირველი გეგმა არის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა", - აღნიშნა პროექტის ავტორმა.

ამასთან, როგორც ირაკლი ჩავლეშვილმა განმარტა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს აწარმოებს. "გვინდა სტიმული მივცეთ საქართველოში ადგილობრივი წარმომავლობის პროდუქციის წარმოებას. ფერმერებს ეცოდინებათ, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქცია არის მოთხოვნადი, ასევე ძვირადღირებული და მათ შეეძლებათ, პირობითად, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად მოიყვანონ 2 ტონა და შემოსავლის სახით, მიიღონ 15 ტონის ღირებულება", – აცხადებს ავტორი.

"გემოვანის" ნიშნის პრეზენტაციის და გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორია "პური მზეთამზე".

ღონისძიების მხარდაჭერები არიან ვიზარდ ივენთი, მოძრაობა KAR.GE და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.

მედია მხარდაჭერები: რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, ახალი ამბების ტელევიზია პალიტრანიუსი, ბიზნეს მედია საქართველო, Georgia Today და ალმა.

მსგავსი ღონისძიებები
4 დღის განმავლობაში ფესტივალის ვიზიტორებს მუსიკის გარდა  სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებიც შეეძლებათ  ჩართვა: ვორქშოფები, ზიპ-ლაინი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, იოგა, სამაგიდო თამაშები, ფერების ფესტივალი, და ა.შ.
ფესტივალი
სცე­ნა­ზე ცეკ­ვი­სა და ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ. სცე­ნა­ზე დან­თე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი მუხ­ტი კი სტუმ­რებ­ზეც გად­მო­ვი­და და მუ­სი­კა­ლურ­მა ნომ­რებ­მაც ხალ­ხში გა­და­ი­ნაც­ვლა. ქუ­ჩის ბო­ლო­ს, სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.
ფესტივალი
Funday Park  მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზე.
ფესტივალი
ტრადიციულად "მეიდან ივენთს-ის" ორგანიზებით, ძველ თბილისში, მეიდანზე 23 და 24 დეკემბერს ჩატარდება ნაძვის ხეების ფესტივალი
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები