სტუდენტები თავისუფლებისთვის – თბილისის რეგიონალური კონფერენცია

25 ნოემბერს თბილისი ივენთ ჰოლში რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრება თბილისის რეგიონალური კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიება European Students For Liberty-ს ფარგლებში ჩატარდება და მასზე მომხსენებლები აშშ–დან, გერმანიიდან, სერბეთიდან, ლიტვიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან იქნებიან მოწვეულნი.

მეცნიერებისა და პოლიტიკის ჭიდილი, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საბაზრო ეკონომიკა, დეცენტრალიზაცია და სახელმწიფოს როლი თავისუფალ საზოგადოებაში, ტექნოლოგიური პროგრესი და კრიპტოვალუტები, ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს საქართველო – სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ამ და სხვა თემებზე დასვან კითხვები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.

აღსანიშნავია, რომ რეგიონალური კონფერენცია თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება კონფერენციის მიზანია კლასიკური ლიბერალური იდეებისა და ღირებულებების გაზიარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია და რეგისტრაცია 25 ნოემბრამდე გრძელდება.

მსგავსი ღონისძიებები
მასტერ კლასის მიზანია ადამიანური კაპიტალის მართვის პრინციპების, კორპორატიული კულტურის ცნებისა და ეთიკის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
სხვა ივენთები
სამყარო ცვალებადია და  ვიცვლებით ჩვენც. წლების განმავლობაში ნელდება და ქრება ინტერესი ერთ დროს საყვარელი ადამიანის მიმართ, თითქოს ის ძველი ნივთია.
სხვა ივენთები
"მინდა ჩემი ახალი ნაწარმოები, მათ წმინდა სულებს მივუძღვნა..."
სხვა ივენთები
დაგეგმეთ დღესასწაული და გაატარეთ დაუვიწყარი საღამო!
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები