საინტერესო ფაქტები ოსკარის რიგით 90–ე დაჯილდოების შესახებ

საქართველოს დროით 5 მარტს, 05:00 საათზე, ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოება გაიმართება. ცერემონიალს გაუძღვება ბრიტანული ტელეშოუს წამყვანი ჯიმი ქიმელი. ნომინაციებს კი ნიკოლ კიდმანი, მეთიუ მაკონაჰი, ემა სტოუნი, მარგო რობი და სხვა ცნობილი მსახიობები წარადგენენ.

 

წლევანდელი ოსკარი შეიძლება ითქვას, რომ პოლიტკორექტულ ხასიათს ატარებს. როგორც ჩანს, კინოაკადემიის წევრები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტად აქციონ და საზოგადოების არცერთი ჯგუფი არ დაჩაგრონ.

 

 

საინტერესო ფაქტები ოსკარი საიუბილეო, რიგით 90–ე დაჯილდოების შესახებ:

 

1929 წლიდან მოყოლებული, საუკეთესო რეჟისურისთვის ქალი მხოლოდ მეხუთედაა წარდგენილი. წლევანდელ ოსკარზე, ასეთი გრეტა გერვიგი აღმოჩნდა, ფილმისთვის Lady Bird ასევე მეხუთედ იქნება ნომინირებული აფროამერიკელი რეჟისორი, ჯორდან პილი ფილმისთის Get out.

 

 

ოსკარის ისტორიაში პირველად წარადგინეს ტრანსგენდერი რეჟისორი იან ფორდი, დოკუმენტური ფილმისთვის strong island. საუკეთესო უცხოურ ფილმზე კი ნომინირებულია “A fantastic woman”, რომელშიც მთავარ როლს ტრანსგენდერი მსახიობი დანიელა ვეგა ასრულებს.  

 

ამგვარი ცვლილები ამერიკის კინოაკადემიისგან მოულოდნელი არ იყო, რადგან ქალი არასდროს ყოფილა ისეთი დაფასებული, როგორც 21 საუკუნეშია. ასევე წინა პლანზეა წამოწეული სექსუალური უმცირესობების დაცვის საკითხი.  არასამთავრო ორგანიზაცია „glaad-ის“ პრეზიდენტის სარა ქეით ელისის თქმით, 2018 წელს ოსკარზე წარდგენილი ფილმები დაეხმარება LGBT საზოგადოებას საკუთარი თავის დამკვიდრებაში. 

 

ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია 2018 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე, გილერმო დელ ტოროს ფილმმა, წყლის ფორმამ მიიღო. 

 

რადგან წელს ოსკარების საიუბილეო, 90–ე დაჯიოლდოების ცერემონიალია, საზოგადოების მოლოდინი ძალზე მაღალია. ქართველ მაყურებელს, ოსკარზე ნომინირებული ყველა ფილმის ნახვა, საქართველოს კინოთეატრებში შეეძლოთ. მათ შორის, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინირებული ფილმების "Phantom Thread/უხილავი ძაფი" და "the Post/ვაშინგტონ პოსტი" ნახვა ახლაც შესაძლებელია. 

 

 

თათა ბერაძე

მსგავსი ღონისძიებები
წლის ყველაზე რომანტიკული მოვლენა უკვე კინოთეატრებშია
კინო
თბილისში SOFA-ს საერთაშორისო კვირეულისთვის შერჩეული მონაწილეები, ერთის მხრივ, განავითარებენ და გაამყარებენ საკუთარ პროექტებს, და მეორეს მხრივ, უფრო ახლოს გაიცნობენ ქართულ კინოინდუსტრიას.
კინო
ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირის გამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი
კინო
პირველ 20 სტუდენტს, რომელიც დარეგისტრირდება და დაესწრება საჯარო ლექციას, გადაეცემა ფილმ „ხიბულას“ კინოს ბილეთი.
კინო
კვირის ღონისძიებები