საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება

     3-8 მაისს თბილისი უკვე მეექვსედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi, ფესტივალის დაწყებამდე კი 2 მაისს, 12:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრში (მის: სანაპიროს ქუჩა #4) პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ზურაბ მაღალაშვილი, CinéDOC-Tbilisi-ის დირექტორი - არჩილ ხეთაგური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი - ია ცაგარეიშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი - ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი ოდრი მარგუერიტა დაესწრებიან.

 

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

 

წლევანდელი გამოშვების სლოგანია: „ჩაუღრმავდი რეალობას“.  მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდეს ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში.

ფესტივალს გახსნის ქართველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“. გახსნის ცერემონიალზე გაიმართება ფილმის მთავარი გმირის, ბექა გუჯაბიძის ფოტოგამოფენაც.

 

წლევანდელ სექციაში - სტუმარი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია.  საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი (Emmy-ს მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მაღაროელები“), ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და მრავალი სხვა...

მსგავსი ღონისძიებები
ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერები ბრიტანელი მუსიკოსი, ტრიფ-ჰოფ მუსიკის  ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა - Tricky და გერმანელი დიჯეები და პროდიუსერები, Ben Klock და Marcel Dettmann იქნებიან.
ფესტივალი
მთაწმინდის პარკში მთავარ მოედანზე ჩატარდება ფესტივალი, რომელსაც ასაკის განურჩევლად ყველა ელოდება.
ფესტივალი
მოიფიქრე პირველმა რომელი სოლო შემსრულებელი იმღერებს 26 მაისს!
ფესტივალი
კონკრეტულად ვინ იმღერებს 26 მაისს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგეთ, ოფიციალურ განცხადებას კომპანია 29 ნოემბერს გეგმავს.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები