რუმინელი პოპ მომღერლი Akcent -ი კონცერტს თბილისში გამართავს

3 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში რუმინელი პოპ მომღერალი  Akcent-ი კონცერტს  გამართავს.  ის 2018  წლის ტურნეს  ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა. Akcent- ის ლაივ შოუები გამოირჩევა არტისტის განსაკუთრებული აქტიურობით. ის მთელი პერფორმანსის განმავლობაში ზრუნავს მსმენელის  სიამოვნებასა და ამაღლებულ განწყობაზე.

 

არტისტი არ შემოიფარგლება სიმღერით, ის პროდიუსერი და კომპოზიტორიცაა. ასევე ის რუმინეთის X ფაქტორში წარმოგვიდგა როგორც მსაჯი, რითიც მსმენელს საკუთარი თავი განსხვავებული კუთხით დაანახა. 2010 წლიდან სინა სოლო შოუებსაც მართავს და ამ მხრივაც დიდი წარმატებით სარგებლობს.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
თბილისის კულტურულ ღონისძიებათა კალენდარს ხელოვნების კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალი შეემატა: „თბილისი რიტმი“.
კონცერტი
მუსიკის მოყვარულები ამ ფესტივალს, პირველ რიგში, უნდა დაესწრონ რეპერტუარის გამო.
კონცერტი
პროექტში 120 ზე მეტი მოცეკვავე არის გაერთიანებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
კონცერტი
16 დეკემბერს სავიოლინო მუსიკის საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი დაუკრავს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.