რესტორან "პუბლიკაში" მსმენელის წინაშე პიანისტი დავით ალადაშვილი მხატვარ ქეთევან დავლიანიძესთან ერთად წარსდგება

    13 ოქტომბერს, 20:30 საათზე რესტორან პუბლიკაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პიანისტ დავით ალადაშვილისა და მხატვრის ქეთევან დავლიანიძის ერთობლივ პერფორმანსს მოუსმინონ და ადევნონ თვალი. დავითი დაუკრავს კლასიკურ კომპოზიციებს ფორტეპიანოზე ,ხოლო ქეთევანი დახატავს.

 

     დავით ალადაშვილი ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსია. მან წარმატებით დაამთავრა ჯულიარდის სკოლა (რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს.  "ჯულიარდში" მრავალი დიდი მუსიკოსი სწავლობდა, მათ შორის: ლეგენდარული ამერიკელი მესაყვირე მაილს დევისი.). დავითი პრესაში მოხსენიებულია, როგორც ,,ემოციური ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის".

 

      ქეთევან დევლიანიძე ასევე ცნობილი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც "ქართული სახვითი მუზეუმის" გარდა, უცხო ქვეყნების კერძო კოლექციაშიც შეხვდებით (ბერლინი,ბარსელონა, ვაშინგტონი და სხვა.).  

 

                                  მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 544444544

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
Gidge Summer Set Reincarnation-ის მეოთხე ჰედლაინერია
კონცერტი
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „სუხიშვილები“ , ნიაზ დეასამიძე 33ა.
კონცერტი
15 მაისს საქართველოში პირველად შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის "The Silver Sun" - ვერცხლისფერი მზე.
კონცერტი
პროგრამაშია მუსიკა სხვადასხვა, ყველასთვის საყვარელი კინოფილმებიდან, რომლის ავტორებიც არიან ცნობილი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორები.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები