რეზიდენტების ტექნო პროექტები KHIDI-ის სცენაზე

RÓMAN - KHIDI-ს რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი რომან აბრამოვის ტექნო პროექტი. მისი პირველი ნამუშევარი "Wrong Temple” BERIKA-ს ლეიბლ ICONTRAX-ზე 2016 წელს გამოცემულ კრებულ “Lifesigns001”-ში 3 სხვა ქართველი არტისტის ნამუშევართან ერთად შევიდა. უკვე 2 წელზე მეტია ასწავლის დიჯეინგს CES-ში. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა, რომლებიცაა: UNDERWORLD, THE CHEMICAL BROTHERS, DEPECHE MODE, FATBOY SLIM, MOBY და სხვა. მის სეტებს მარტივად გამოარჩევთ დახვეწილი, მრავალფეროვანი სელექციით.

 

Frequency Shifter - G2-ის რეზიდენტი ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი გიგა არაბულის ტექნო პროექტი. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ადგილობრივი ტექნო სცენის განვითარებამ, რამაც საკუთარი ჟღერადობა აპოვნინა. სცენაზე 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდა და არაერთხელ დაუკრა სხვადასხვა კლუბში. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა, რომლებიცაა: THOM YORKE, APHEX TWIN, UNDERWORLD, AUTECHRE, POLAR INERTIA, MURCOF, LUIGI TOZZI, DINO SABATINI, ALESSANDRO CORTINI და სხვა. მისი ნამუშევარი "Ancient Temples" 2017 წელს STRUCTURAL REALISM-ზე (PALMSTRUCTURE-ის სუბლეიბლი) გამოცემულ კრებულ "Realism001"-ში SAPHILEAUM-ისა და 4 სხვა არტისტის ჩანაწერთან ერთად შევიდა.

 

Liza Rivs - იგივე ლიზა ბასილაია, პარიზში მცხოვრები ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი. მუსიკალური განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც დიჯეიმ საქართველოში გაატარა. მისი დებიუტი დიდ სცენაზე 2016 წელს TBILISI OPEN AIR-ის ფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც დაუკრა არაერთ კლუბში. 2017 წელს გახდა საქართველოში პირველი ოფიციალაური BOILER ROOM-ის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც CAFE-GALLERY-ში შედგა. ლიზას დიჯეი სეტები ორიენტირებულია ტექნო, ფსიქოდელიურ ტექნო და ინდი დენს ჟღერადობაზე. მისი სტილი სწორედ სხვადასხვა ჟღერადობის ჰარმონიული

 

მსგავსი ღონისძიებები
17 ნოემბერს, BASSIANI / HOROOM-ის მთავარ მოედანზე, ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი პროდიუსერი, DJ და ხმის ინჟინერი, ლეიბლის MONNOM BLACK დამაარსებელი DAX J დაუკრავს
კლუბი/ლაუნჯი
HOROOM-ის ოთახში, ნიდერლანდების საუკეთესო სელექტორი დუო DEKMANTEL SOUNDSYSTEM, ვეტერან კალიფორნიელ DJ - SOLAR-თან ერთად B2B დაუკრავს.
კლუბი/ლაუნჯი
BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე, ელექტრონული მუსიკის ლეგენდა, დაბ ტექნოს ვეტერანი, მულტიინსტრუმენტალისტი პროდიუსერი MORITZ VON OSWALD წარსდგება.
კლუბი/ლაუნჯი
Sigha - ბრიტანელი JAMES SHAW-ს ტექნო პროექტი, რომელიც ელექტრონულ ინდუსტრიაში ახალ ხედვასთან ასოცირდება და უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები