რა სახის გასართობ ღონისძიებებზე შეძლებთ დასწრებას თბილისობის დღესასწაულზე?

           თბილისში, 6 და 7 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე, სხვადასხვა ლოკაციაზე მრავალი სახის ღონისძიება ჩატარდება. თბილისელებს და არამხოლოდ მათ ექნებათ შესაძლებლობა შემდეგი სახის ღონისძიებებს დაესწრონ მთელი დღის განმავლობაში

 

                      6 ოქტომბერს რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:

 

                 გასტრონომიული ფესტივალი - 12:00-დან - 20:00 საათამდე

                 ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 - დან - 20:00 საათამდე

                 საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00-დან – 19:00 საათამდე

                 კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით -14:00-დან - 18:00 საათამდე

                 რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00-დან – 18:00 საათამდე

 

                    ლეღვთახევის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგი გასართობი ღონისძიებები ჩატარდება:

 

             მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00-დან – 17:00 საათამდე

             საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00-დან – 17:00 საათამდე

             ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00-დან 17:00 საათამდე

             პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00-დან 17:00 საათამდე

             პროექტი „გვიდირიჟორე“ - 15:00-დან 17:00 საათამდე

             ცოცხალი მუსიკა - ბენდი "Killages" -18:00-დან 19:00 საათამდე

             გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 20:00-დან 21:00 საათამდე

 

                         მეიდანზე (სიონის სკვერთან) "ხილის ფესტივალი" ჩატარდება - 12:00 -დან 19:00 საათამდე

 

 

           დედაენის ბაღის ტერიტორიაზე 12:00-დან 18:00 საათამდე ქვემოთ ჩამოთვლილი სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება:

 

                            ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება

                            ტურნირები ნარდში

                            მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;

                            აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;

                            შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

                            ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;

                            ბოჩა (შშმ პირებისთვის)

                            ტურნირი მინი გოლფში

                            შეჯიბრი მკლავჭიდში

                            მაგიდის ჩოგბურთი

                            ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა

 

             ასევე დედაენის ბაღთან იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნება - 14:00 საათზე

              ევროპის მოედანზე მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ -ს პრემიერა ჩატარდება - 20:00 საათზე

 

 

                          7 ოქტომბერს კი თბილისში რამდენიმე ზემოხსენებულ ფესტივალსა თუ ღონისძიებას, შოუები და კონცერტები დაემატება:

 

 

                                             რიყის პარკში ჩატარდება:

 

                         გასტრონომიული ფესტივალი - 12:00-დან - 20:00 საათამდე

                        ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00-დან 20:00 საათამდე

                        საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00-დან 19:00 საათამდე

                        საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ - 14:00-დან 15:00 საათამდე

                       კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით - 14:00-დან 18:00 საათამდე

                       რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00-დან 18:00 საათამდე

 

 

                        14 საათზე ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გაიხსნება და ასევე ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი ჩატარდება.

 

 

      ლეღვთახევის ტერიტორიაზე:

 

             მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00-დან 17:00 საათამდე

              საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა - 13:00-დან 17:00 საათამდე

             ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00-დან 17:00 საათამდე

             პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00-დან 17:00 საათამდე

             ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ - 16:00-დან 18:00 საათამდე

             პროექტი „გვიდირიჟორე“ - 19:00-დან 21:00 საათამდე

             გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 21:00-დან 22:00 საათამდე

 

                 დედაენის ბაღთან - 12:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებები

 ჩატარდება:

 

                             ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება

                             ტურნირები ნარდში

                             მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;

                             აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;

                             შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“

                             ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;

                             ბოჩა (შშმ პირებისთვის)

                             ტურნირი მინი გოლფში

                             შეჯიბრი მკლავჭიდში

                             მაგიდის ჩოგბურთი

                             ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა

                             კარატე - საჩვენებელი თამაშები

 

 

 

          პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანზე საპატიო თბილისელი დაჯილდოვდება და შემდეგ 19:30 საათზე გალა კონცერტი სახელწოდებით  „ჩემო თბილის ქალაქო“  გაიმართება. "თბილისობა 2018" ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

 

ავტორი: რატი ონიანი

მსგავსი ღონისძიებები
მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება
ფესტივალი
ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერები ბრიტანელი მუსიკოსი, ტრიფ-ჰოფ მუსიკის  ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა - Tricky და გერმანელი დიჯეები და პროდიუსერები, Ben Klock და Marcel Dettmann იქნებიან.
ფესტივალი
12:00-18:00 საათამდე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობები, საბავშვო–გასართობი ღონისძიებები, არტ–მარკეტი
ფესტივალი
მელომანებს ყველაზე პოპულარული ქართული ბენდების ლაინ აფი შესთავაზა.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები