რას ნახავთ საქართველოს კინოთეატრებში უახლოეს დღეებში

ფილმების ყურებისთვის საუკეთესო დრო, ალბათ, მაინც ზამთარია, განსაკუთრებით კი წინასაშობაო პერიოდი. თბილი დარბაზი, უამრავი ხალხი, პოზიტიური განწყობა და რაღა თქმა უნდა, მრავალფეროვანი არჩევანი.

 

Events.Ambebi.ge წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლების ნახვაც უახლოეს დღეებში  საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

 

„დიდი შოუმენი“ — ფილმი მოგვითხრობს ფინეს ტეილორ ბარნუმის ცხოვრების შესახებ,  ის ყოველთვის ოცნებობდა შესულიყო ისტორიაში, როგორც საუკეთესო შოუმენი, მაგრამ მისი ყოველი მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა და მაშინ როცა მას ეგონა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, მან გადაწყვიტა მის ოცნებას ბოლომდე მიჰყოლოდა და  შექმნა  საოცნებო წარმოდგენების შოუ.

 

მიუზიკლში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმანი,  ზენდაია, რებეკა ფერგიუსონი, ზაკ ეფრონი, მიშელ უილიამსი და პოლ სპარკსი ასრულებენ.

 

 

„სანტას არდადეგები“ — რეჟისორ ალენ შაბას ფრანგულ-ბელგიური საახალწლო კომედია. მთავარ როლებში: თავად ალენ შაბა, ოდრი ტატუ, გოლშიფ ტეფარაჰანი, პიო მარმაი. დეკემბერის შუარიცხვებში სანტა-კლაუსი და მისი დამხმარე ელფები შობისთვის ემზადებიან. მოულოდნელად 92 ათას ელფს მძიმე სენი შეეყრება. სანტა და მისი ცოლი პარიზში С ვიტამინის საყიდლადგაემგზავრებიან, რათა ელფები მოარჩინონ და სამუშაო დროულად დაასრულონ. მაგრამ ერთი პრობლემაა — არავინ აღიარებს, რომ ის მსოფლიოში მთავარი ჯადოქარია.

 

 

 „ფული“ — რეჟისორ გელა ბაბლუანის ფილმი. მთავარ როლებში: ვენსენტ როწიე, გიორგი ბაბლუანი, ლუი დე ლენკესანი, ბენუა მაჟიმელი, შარლოტ ვან ბერვესელი. ფილმის პრემიერა შედგა 2017 წლის 27 სექტემბერს.

 

სამი მძარცველის ისტორია, რომელთა ცხოვრებაც ერთ-ერთი წარუმატებელი ძარცვის შემდეგ კარდინალურად იცვლება.

 

 

„მწერების საიდუმლო ცხოვრება“ საოჯახო ანიმაციური ფილმი არნო ბურონისა და ანტუნ კრინგსის რეჯისორობით.

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხოჭოების ქვეყანაში - აქ ყველას თავისი როლი აქვს, თითოეული ხოჭო საკუთარი წესებითა და კანონებით მოქმედებს. ცხოვრება სავსეა წარმატებითა და წარუმატებლობით, სიხარულითა და მწუხარებით. თუმცა, თუ ფოთლების მიღმა შეიხედავთ, ან ბალახებს კარგად დააკვირდებით, ხოჭოების საიდუმლო ცხოვრების შესახებ ყველაფერს გაიგებთ. ამისთვის სულ ცოტა ფანტაზია დაგჭირდებათ.

 

 

„ლა ლა ბენდი“ — ეს არის რეჟისორ ფაბრის ებუეს ფრანგული კომედია.

 

ერთ-ერთ მუსიკალურ პროდიუსერს დიდი პრობლემები აქვს — მან შეიძლება პრესტიჟული სამსახური დაკარგოს, თუ უახლოეს დროს ვერ იპოვის ახალ შემსრულებელს, რომელიც ოლიმპიის დარბაზს გაავსებს. მალე მას გენიალური იდეა ებადება. მან ერთ ბოიზ-ბენდში შეკრიბა კათოლიკე მღვდელი, რაბინი და იმამი. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, სასულიერო მოძღვრები არც ისე რელიგიური ადამიანები ყოფილან.

 

მთავარ როლებში: რამზი ბედია, ფაბრის ებუე, გიომ დე ტონკედეკი, ოდრი ლამი, ჯონატან კოენი.

 

 

„ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“ — ცელქი ბავშვების მორიგი საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ამბავი საქართველოს კინოთეატრებშია. ფილმის მესამე ნაწილში, ბავშვებს სამყაროს გადასარჩენად ურთულესი მისიის შესრულება მოუწევთ — ოპერაცია „მეცხრე ცა“. ისინი დაუპირისპირდებიან დედოფალ კლარას და მის დამხმარე ბონდოს.

 

 

მიმდინარე კვირას საქართველოს კინოთეატრებში შესაძლებელია ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

 

მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, კომედიური ფილმი — „ჯუმანჯი აურზაური ჯუნგლებში“

 

სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი — „ფერდინანდი“

 

სათავგადასავლო ფანტასტიკა — „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“

 

კომედია — „ცუდი დედიკოები 2 ახალი წელი“

 

ასევე კომედიური ჟანრის ფილმი, ვარსკვლავური გუნდით — „მამიკო სახლშია 2“

 

სათავგადასავლო კომედიური ანიმაცია — „კოკო“

 

9 იანვარს კინოთეატრ ამირანში შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ, ფილ გრაფსკის ფილმი გამოფენა — „ლეონარდო“

მსგავსი ღონისძიებები
ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრადიციულად დიდი გამარჯვებით დასრულდა.
კინო
ფილმების უმრავლესობის ნახვა, საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი
კინო
კინოინდუსტრიაში ბიზნესი და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის, ამიტომ ფილმებზე დახარჯული თანხა დროთა განმავლობაში იზრდება
კინო
European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ "ამომავალ ვარსკვლავს” შორის მოხვდა.
კინო
კვირის ღონისძიებები