პირველად საქართველოში  Echowaves-ზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იმუშავებს

    ფესტივალ Echowaves -ის დაწყებამდე ზუსტად 1 კვირა რჩება. ქართული, სლოვენიური და სერბული კოლაბორაციის პირველ შედეგს მსმენელი ანაკლიაში 23 აგვისტოდან იხილავს. პროექტო Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება და მისი  მხარდაჭერი ცნობილი EXIT ფესტივალია.

 

     23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ჩასულ სტუმრებს მუსიკის მოსმენის გარდა არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართვის საშუალება ექნებათ. გაგაცნობთ დეტალებს, თუ რა ღონისძიებები და კამპანიებია დაგეგმილი ფესტივალის მსვლელობისას.

პირველად საქართველოში  Echowaves-ზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იმუშავებს, რომლებიც ფართი-გოუერების უსაფრთხო გართობასა და გარემოს დაცვაზე იზრუნებენ და მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სახალისო აქტივობებს შესთავაზებენ. ეს ორგანიზაციები ბინას Wakanda-ს სივრცეში დაიდებენ და სტუმრებს საჭირო ინფორმაციით და ინსტრუქციებით მოამარაგებენ.

 

    ამ ყველაფრის ორგანიზატორი ახლადშექმნილი ქართული  არასამთავრობო ორგანიზაცია - SAFEWAVES -ია, რომლის მთავარი მიზანი  საფესტივალო კულტურის პოპულარიზაცია და ამისთვის სათანადო გარემოს შექმნაა. SAFEWAVES  ვიზიტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, თუ როგორ იზრუნონ ერთმანეთზე და  გარემოზე და როგორ აქციონ ფესტივალი გართობისა და დასვენებისთვის საუკეთესო  ადგილად. ორგანიზაციის FACEBOOK გვერდზე და ფესტივალის ტერიტორიაზე გავრცელდება ბუკლეტები და სტიკერები რჩევებით - „არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება“, „არ ჩაგეძინოთ სანაპიროზე“, „არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება“ და სხვა.

 

   Echowaves-ზე იმუშავებს სლოვენიური არასამთავრობო  ორგანიზაცია DrogArt-იც, რომელიც 1999 წელს დაარსდა და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განახორციელებული.  

პროცესში ჩართული იქნება ასევე ორგანიზაცია „ მანდალა-ზიანის შემცირება“, რომელიც DrogArt-ის მსგავსად ყურდღებას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის რისკებზე გაამახვილებს და ამ საკითხზე საინფორმაციო ბუკლეტებსა და სტიკერებს გაავრცელებს.

 

   კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ აქტოვობებში მიიღებს მონაწილეობას, „თანასწორობის მოძრაობა“ იქნება. ორგანიზაციის წარმომადგენლები ფესტივალის სტუმრებს უსაფრთხო სექსის, თავდაცვის საშუალებების, ჰომოფობიისა და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკასშირებულ სხვა თემებზე მიაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას.

 

კარგი ფესტივალი კარგ გარემოში გართობას ნიშნავს, ამიტომ ეკოლოგიაზე ზრუნვას გვერდს ვერ ავუვლით. კიდევ ერთი ორგანიზაციაა, რომელიც Wakanda-ს აქტივობებში ჩაერთვება, CENN–ია. პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის მიერაა მხარდაჭერილი, ორგანიზაცია ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ კამპანიას შესთავაზებს. მაგალითად, საფესტივალო ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის ნარჩენების (ლითონის ქილების, პლასტმასის  ბოთლების) შეგროვების შემთხვევაში სტუმრები გეიმ ზონის ქოინებს მიიღებენ საჩუქრად.  მოხალისეობრივი დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობას (ხელთათმანები, პირბადეები და ნიღბები) დაინტერესებულ პირებს თავად ორგანიზაცია მივწოდებს. გარდა ამისა, ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება სპეციალური სივრცე, ე.წ. რისაიქლ არტ ლოკაცია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გამოყენებული ლითონის ქილისგან სამკაული ან რაიმე სხვა ნივთი შექმნას.

 

   ფესტივალი ათასობით ადამიანის შეკრებას მოიზრებს ერთ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ორგანიზატორებს მუსიკალური პროგრამისა და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებასთან ერთად, ჯანსაღი გარემო შექმნაზეც აქვს აღებული პასუხისმგებლობა. Echowaves -ის საორგანიზაციო ჯგუფი ზემოთხსენებული არასამთავრობო როგანიზაციების დახმარებით შეეცდება მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას სტუმრებს და მათ კეთილდღეობაზე იზრუნოს.

 

 

მსგავსი ღონისძიებები
4 დღის განმავლობაში ფესტივალის ვიზიტორებს მუსიკის გარდა  სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებიც შეეძლებათ  ჩართვა: ვორქშოფები, ზიპ-ლაინი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, იოგა, სამაგიდო თამაშები, ფერების ფესტივალი, და ა.შ.
ფესტივალი
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში კულტურულ რადარზე საქართველო არაერთხელ გამოჩნდა.
ფესტივალი
მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ და­ა­ა­გე­მოვ­ნონ 10 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო და შე­ი­ძი­ნონ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.
ფესტივალი
დეტრა ფარი საუკეთესო ბლუზის ქალ ვოკალისტად არის აღიარებული ჩიკაგოში.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები
პირდაპირი ეთერი ისრაელიდან, სადაც ღაზას სექტორიდან გასროლილი 50 რაკეტა დაეცა - პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს

ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ეს ტერორისტული დანაშაულები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება“, - ნათქვამია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ „იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალესტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება“.

„ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება“, -წერია განცხადებაში.