პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმია წარდგენილი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმია წარდგენილი.პეკინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოპოვების შესაძლებლობა ანა ურუშაძის ფილმს "საშიში დედა" და მარიამ ხაჭვანის ფილმს "დედე" ექნებათ.

 

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".

 

ფილმების ჩვენების პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო "აწარმოე საქართველოში" კინოფესტივალზე საქართველოს სტენდს წარადგენენ. ქვეყნის კინოგადაღებების კუთხით პოპულარიზაციისა და ქართული კინოს ჩინეთის ბაზარზე გატანის მიზნით გაიმართება არაერთი ინდუსტრიული შეხვედრა.

 

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 15-22 აპრილს გაიმართება. 

მსგავსი ღონისძიებები
საინტერესო დეტალები ფილმის, რეჟისორისა და მსახიობების შესახებ
კინო
ყველამ ერთად ვნახოთ გენიალური მხატვრის ცხოვრების მნიშვენლოვანი მოვლენები
კინო
კინოფესტივალის სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".
კინო
"ფილმი მაისიდან მოგზაურობას საერთაშორისო ფესტივალებზეც დაიწყებს... სერიალსაც ვგეგმავთ"
კინო
კვირის ღონისძიებები
"მან მიიღო კორონავირუსით პირველი დაავადებული პაციენტი და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული" - ინფექციურის ექიმის ფოტო სახეზე ეკიპირების ნაკვალევით
ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე ის ექიმია, რომელმაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი მიიღო და როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე ამბობს, მანვე გაწერა პირველი პაციენტი სახლში გამოჯანმრთელებული.

"ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება", - დაწერა გიორგი ბერიძემ.