"ოქროს ციებ-ცხელება" - მზიურში თავისუფალი კინოჩვენება გაიმართება

5 იანვარს, პარასკევს, საღამოს 8 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცე, ახალი წლის პირველ კინოჩვენებას, კლასიკად ქცეული "ოქროს ციებ-ცხელებით" ხსნის.

 

მოდით კიდევ ერთხელ გავხდეთ, ჩაპლინის უკვდავი პერსონაჟის, მაწანწალის ხიფათებით, ემოციებით, კომიკურობით, სევდით და იმედებით სავსე ცხოვრების გზის ზიარნი.

 

მაშინაც კი, როცა ალიასკის ცივი და მკაცრი გარემო ხახადაღებული გვიახლოვდება , არ კვდება ოქროს ძიების სურვილი და გულწრფელი გრძნობებისთვისაც რჩება ადგილი, რათა გული გაგვითბეს და გავმხნევდეთ  "პარადოქსულად მოგეჩვენებათ მაგრამ ასეა, კომედიის შექმნის პროცესში კომიკური სიტუაცია ტრაგიკულიდან წარმოიქმნება ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ სიცილი ბედის ბრძოლაში გამოწვევას ნიშნავს: ვიცინით იმიტომ, რომ შეგნებული გვაქვს ჩვენი უმწეობა ბუნების ძალების წინაშე. თუ არ გავიცინებთ, ჭკუიდან შევიშლებით. " - ჩარლზ ჩაპლინი " ჩემი ბიოგრაფია".

 

ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირის გამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. ვინც ჩვენთან ერთად აპირებს ფილმის ყურებას, გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ წინასწარ Facebook-ის გვერდზე. 

 

დასწრება თავისუფალია .

 

 

მსგავსი ღონისძიებები
ნოემბრის ბოლოს Dolby Atmos-ით აღჭურვილი "კავეა გალერია თბილისი" გაიხსნება.
კინო
20 სექტემბერს "აგენტი ჯონი ინგლიში: ახალი მისია" პრემიერა კავეაში გაიმართება.
კინო
„ჰანა“ ქალის სიღრმისეული პორტრეტია, რომელმაც იდენტობა დაკარგა.
კინო
კვირის ღონისძიებები