ნანი ფოცხვერაშვილის პერსონალური გამოფენა " მეორე სიცოცხლე"

„ნანი გალერი“ გიწვევთ მხატვარ ნანი ფოცხვერაშვილის გამოფენაზე სახელწოდებით „მეორე სიცოცხლე“,სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური მცენარეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები: პორტრეტები, აბსტრაქციები, ნატურმორტები, პეიზაჟები და ავეჯი, რომელთა შესაქმნელად გამოყენებულია 150 სახეობის მცენარე.

"ყველაფერი დაიწყო 15 წლის წინ...გულდასაწყვეტია როცა ულამაზესი მცენარეები მოკლე ხანში კვდებიან და ასრულებენ თავიანთ არსებობას. ამიტომ გადავწყვიტე მეჩუქებინა მათთვის „ მეორე სიცოცხლე“ და ალბათ უკვდავებაც. ამ წლების განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ისინი არ კარგავენ ფერს და ფაქტურას, სწორი დაჰერბარიუმების და ჩარჩოს შემთხვევაში. მცენარეულ ფერთა მრავალფეროვნებას შეუძლია საღებავების ჩანაცვლება და რთული გრადაციული, სამ განზომილებიანი კომპოზიციების შექმნა."-ნანი ფოცხვერაშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძირითადად 2017 წელს შექმნილი ნამუშევრები. ამ გამოფენაზე ყველაფერი ბუნებრივია და სუნთქავს.

გახსნა : პარასკევი, 8 დეკემბერი, 18:00.მისამართი : პ. ინგოროყვას ქ.19, პარლამენტის უკან.

მსგავსი ღონისძიებები
დედიკას გალერეა (ყოფილი გალა გალერეა) მუშაობს თანამედროვე ქართული მხატვრობის სფეროში
გამოფენა
შესაძლებელი იქნება საჩუქრების შეძენა და სასაჩუქრედ შეფუთვა.
გამოფენა
ის არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.
გამოფენა
"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები