მწერალთა სახლში „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა გაიმართება

   14 თებერვალს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეკა ქევანიშვილისა და თეა თოფურიას ტექსტების საჯარო კითხვა და განხილვა ფემინისტურ ჭრილში.

 

   პროექტის _ „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების კიდევ ერთხელ გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.

 

შეხვედრის მოდერატორი: ანი კოპალიანი.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. 

 

დასწრება თავისუფალია!

მსგავსი ღონისძიებები
ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიცაა საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვა, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სხვა ივენთები
მსგავსი მასშტაბის და შინაარსის HR ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება.
სხვა ივენთები
"დაუკვირდით საკუთარ აზრებს,დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური,რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს" ...
სხვა ივენთები
ბიოლი ჰოლში არის არაჩვეულებრივი ხედები, საუცხოოდ მომზადებული განსაკუთრებული კერძები და სპეციალურად ბიოლის სტუმრებისთვის დამზადებული ბიო ღვინოები.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები