მურაზ მურვანიძის შეუდარებელი ნამუშევრები ერთ ვიდეოში

14 იანვრიდან, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლე საქართველოს სახალხო მხატვრის, სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის - მურაზ მურვანიძის გამოფენას მასპინძლობს. 

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-სა და საქართველოს თეატრებში დადგმულ სპექტაკლების ესკიზებს აერთიანებს.

 

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილების დასრულების შემდეგ, მურაზ მურვანიძემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა, რასაც პეტერბურგის ისტორიული „მარიას თეატრი“ და სხვა დიდი წარმატებები მოჰყვა. მურაზ მურვანიძე არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა მრავალი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი; საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ს (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი; სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი. იგი მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში. აღსანიშნავია, რომ მურაზ მურვანიძე თავისუფლების მოედანზე, წმიდა გიორგის მონუმეტზე აღმართული საახალწლო დეკორაციისა და მთაწმინდის პარკის, „ბომბორას“ ავტორია.

 

ხელოვნების სასახლეში გამოფენა 14 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

ავტორი: მარი ტიელიძე

მსგავსი ღონისძიებები
ახალგაზრდა მხატვრების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები სრულად შესრულებულია სამხატვრო აკადემიაში ბოლო წლებში აღდგენილ კერამიკის სტუდია-სახელოსნოში და მათი უმეტესობის შესაქმნელად წარმატებით გამოყენებულია ადგილობრივი, ენდემური წარმოშობის თიხები.
გამოფენა
30 ნოემბერს, თიბისი გალერეა, რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექციას უმანსპინძლებს.
გამოფენა
გამოფენა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა
გამოფენა
24 ნოემბერს 20:00 საათზე გალერეა ”სფუმატო”-ში გაიხსნება რამაზ ჩანტლაძის პერსონალური გამოფენა, გაგრძელდება 1 კვირა, დასწრება თავისუფალია!
გამოფენა