"მოხუცი ჯამბაზები" რუსთაველის სცენაზე

15 დეკემბერს, გოჩა კაპანაძის სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები" რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება.

სპექტაკლის მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში მიმდინარეობს. მისი ბინადარნი ყოფილი მსახიობები არიან. ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება სცენაზე გაატარეს. მათ ახლაც ჩაესმით თაყვანისმცემელთა აპლოდისმენტები. ამ მოხუცებისთვის განსაკუთრებით ძნელია იმის აღქმა, რომ უკვე აღარ არიან საჭირონი. ისინი ახლა მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ. თეატრთან განშორება ჭეშმარიტი არტისტისთვის სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ რა იქნება სიკვდილის შემდეგ? გულისშემძვრელად გაისმის ერთ-ერთი გმირის შეკითხვა: “ნეტავ, იმქვეყნად თეატრი არის?”

მსგავსი ღონისძიებები
ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მიხედვით
თეატრი
უილიამ შექსპირის კიდევ ერთი შესანიშნავი კომედია „აურზაური არაფრის გამო“
თეატრი
კომედია ერთ მოქმედებად. ბრენდონ თომასი, რეჟისორი კახა გოგიძე
თეატრი
მოქმედება ვითარდება საერთაშორისო კორპორაციის ოფისში, სადაც კომპანიის ტოპ-მენეჯერის შერჩევის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ოთხი კანდიდატი სასტიკ ბრძოლაშია ჩართული
თეატრი
კვირის ღონისძიებები