"მთვრალი ალუბალი" მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

მათი ყოველდღიური შეხვედრის ადგილი კაფე – ბარი „მთვრალი ალუბალია“

აქ ადამიანებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ერთმანეთს ხან ეფერებიან, ხან ეჩხუბებიან, რაღაცის ეშინიათ და დაუსრულებელ მოლოდინში იმყოფებიან.

ეს სპექტაკლი კი არა - ცხოვრებაა. ოღონდ ლამაზად მოთხრობილი ცხოვრება, ადამიანების პრობლემებით და ტრაგედიებით, უფრო ხშირად სულელური და უცნაური, ზოგჯერ შემზარავი, მაგრამ გულწრფელი და ნამდვილი. ისინი ხშირად იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლას მიეჩვივნენ.

ასეთი შეხვედრა ცხოვრებაში ერთხელაა, ერთხელ , განსაკუთრებულად და სამუდამოდ.

და აი... „მთვრალ ალუბალში“ შეხვდნენ.. ორი მარტოსული...

ასეთი განსხვავებული და ასეთი ერთნაირი...

ხანგრძლივობა 150 წუთი, ერთი შესვენებით

პრემიერა შედგა 2013 წლის 19 ოქტომბერს

მსგავსი ღონისძიებები
რეჟისორი: შოთა ცუცქირიძე
თეატრი
სპექტაკლის მთავარი იდეაა – გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიდრე შეგვიძლია, ვიდრე ვართ, თორემ შეიძლება, სრულიად მოულოდნელად („სხვა დროს“) ამის შანსი აღარც მოგვეცეს
თეატრი
2 დეკემბერს, ზურაბ გეწაძის შვიდი პატარა პიესა თუმანიშილის თეატრში გაიმართება.
თეატრი
სპექტაკლი იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს ამავე სახელობის კომედიის მიხედვით არის დადგმული
თეატრი
კვირის ღონისძიებები